სურა 28 ყასასი, აიათი 25 – 27

  1. فَجَاءَتْهُ إِحْدَاهُمَا تَمْشِي عَلَى اسْتِحْيَاءٍ قَالَتْ إِنَّ أَبِي يَدْعُوكَ لِيَجْزِيَكَ أَجْرَ مَا سَقَيْتَ لَنَا ۚ فَلَمَّا جَاءَهُ وَقَصَّ عَلَيْهِ الْقَصَصَ قَالَ لَا تَخَفْ ۖ نَجَوْتَ مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    ერთი იმ ქალთაგანი მიუახლოვდა მორცხვად და უთხრა: მამაჩემი გეძახის, რომ დაგასაჩუქროს, რადგან დაგვირწყულეო.“ როცა ის მივიდა და მოუყვა თავის ამბავს, მან უთხრა: „ნუ გეშინია, გადაურჩი უსამართლო ხალხს!“

    28:25
  2. قَالَتْ إِحْدَاهُمَا يَا أَبَتِ اسْتَأْجِرْهُ ۖ إِنَّ خَيْرَ مَنِ اسْتَأْجَرْتَ الْقَوِيُّ الْأَمِينُ

    ერთ-ერთმა ქალმა უთხრა: „მამაჩემო! დაიქირავე, ის ხომ საუკეთესოა იმათგან, ვის დაქირავებასაც შენ აპირებ, ძლიერის და საიმედოსი!“

    28:26
  3. قَالَ إِنِّي أُرِيدُ أَنْ أُنْكِحَكَ إِحْدَى ابْنَتَيَّ هَاتَيْنِ عَلَىٰ أَنْ تَأْجُرَنِي ثَمَانِيَ حِجَجٍ ۖ فَإِنْ أَتْمَمْتَ عَشْرًا فَمِنْ عِنْدِكَ ۖ وَمَا أُرِيدُ أَنْ أَشُقَّ عَلَيْكَ ۚ سَتَجِدُنِي إِنْ شَاءَ اللَّهُ مِنَ الصَّالِحِينَ

    უთხრა: „ჭეშმარიტად, მინდა ცოლად შეგრთო ერთ-ერთი ჩემი ასული მხოლოდ იმ პირობით, თუ 8 წლით მოჯამაგირედ დამიდგები. და თუ 10 წელს დარჩები, ეს შენგან წყალობა იქნება. არ ვაპირებ შენს შევიწროებას და ნახავ, თუ ალლაჰი ინებებს, რომ კეთილისმქმნელთაგანი ვარ!

    28:27

თარგმანი: რეზო მიქელაძე