სურა 28 ყასასი, აიათი 18 – 20

  1. فَأَصْبَحَ فِي الْمَدِينَةِ خَائِفًا يَتَرَقَّبُ فَإِذَا الَّذِي اسْتَنْصَرَهُ بِالْأَمْسِ يَسْتَصْرِخُهُ ۚ قَالَ لَهُ مُوسَىٰ إِنَّكَ لَغَوِيٌّ مُبِينٌ

    ქალაქში გაათია ღამე, შიშით იცქირებოდა, და უეცრად, ვინც გუშინ დახმარება სთხოვა, ისევ ის საშველად იხმობდა. მუსამ უთხრა მას: „უეჭველად, შენ აშკარა ზღვარგადასული ხარ!“

    28:18
  2. فَلَمَّا أَنْ أَرَادَ أَنْ يَبْطِشَ بِالَّذِي هُوَ عَدُوٌّ لَهُمَا قَالَ يَا مُوسَىٰ أَتُرِيدُ أَنْ تَقْتُلَنِي كَمَا قَتَلْتَ نَفْسًا بِالْأَمْسِ ۖ إِنْ تُرِيدُ إِلَّا أَنْ تَكُونَ جَبَّارًا فِي الْأَرْضِ وَمَا تُرِيدُ أَنْ تَكُونَ مِنَ الْمُصْلِحِينَ

    ხოლო როცა მან მოისურვა მათი მტრის დაჭერა, იმან უთხრა: „ჰეი, მუსა! ნუთუ ისევე მომკლავ, როგორც ის მოკალი გუშინ? შენ გინდა უსამართლო გახდე და არ გინდა შემრიგებლობა!“

    28:19
  3. وَجَاءَ رَجُلٌ مِنْ أَقْصَى الْمَدِينَةِ يَسْعَىٰ قَالَ يَا مُوسَىٰ إِنَّ الْمَلَأَ يَأْتَمِرُونَ بِكَ لِيَقْتُلُوكَ فَاخْرُجْ إِنِّي لَكَ مِنَ النَّاصِحِينَ

    ქალაქის გარეუბნიდან ერთმა კაცმა მოირბინა და უთხრა: „ჰეი, მუსა! დიდებულები გადაწყვეტილებას იღებენ შენს მოსაკლავად. ახლავე წადი! უეჭველად, შენთვის კეთილის მრჩველთაგანი ვარ.“

    28:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე