სურა 27 ნემლი, აიათი 7 – 12

  1. إِذْ قَالَ مُوسَىٰ لِأَهْلِهِ إِنِّي آنَسْتُ نَارًا سَآتِيكُمْ مِنْهَا بِخَبَرٍ أَوْ آتِيكُمْ بِشِهَابٍ قَبَسٍ لَعَلَّكُمْ تَصْطَلُونَ

    აკი, უთხრა მუსამ თავის ოჯახობას: „უეჭველად, ვხედავ ცეცხლს. მოგიტანთ იქიდან ახალ ამბავს ან აალებულ მუგუზალს, რომ გათბეთ.“

    27:7
  2. فَلَمَّا جَاءَهَا نُودِيَ أَنْ بُورِكَ مَنْ فِي النَّارِ وَمَنْ حَوْلَهَا وَسُبْحَانَ اللَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    როცა მიუახლოვდა მას, ხმა გაისმა: „დალოცვილია იგი, ვინც იქაა, სადაც ცეცხლია, და ვინც მის გარშემოა. დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!

    27:8
  3. يَا مُوسَىٰ إِنَّهُ أَنَا اللَّهُ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    ჰეი მუსა, უეჭველად, მე ვარ ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი!

    27:9
  4. وَأَلْقِ عَصَاكَ ۚ فَلَمَّا رَآهَا تَهْتَزُّ كَأَنَّهَا جَانٌّ وَلَّىٰ مُدْبِرًا وَلَمْ يُعَقِّبْ ۚ يَا مُوسَىٰ لَا تَخَفْ إِنِّي لَا يَخَافُ لَدَيَّ الْمُرْسَلُونَ

    დააგდე შენი კვერთხი!“ როცა დაინახა როგორ იკლაკნებოდა გველივით, უკანმოუხედავად გაიქცა. უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, მუსა! ნუ გეშინია, რამეთუ შუამავლებს შიში არა აქვთ, როცა ჩემთან არიან!

    27:10
  5. إِلَّا مَنْ ظَلَمَ ثُمَّ بَدَّلَ حُسْنًا بَعْدَ سُوءٍ فَإِنِّي غَفُورٌ رَحِيمٌ

    ხოლო ვინც უსამართლობა ჰქმნა, მერე კი სიკეთით გამოასწორა, უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!

    27:11
  6. وَأَدْخِلْ يَدَكَ فِي جَيْبِكَ تَخْرُجْ بَيْضَاءَ مِنْ غَيْرِ سُوءٍ ۖ فِي تِسْعِ آيَاتٍ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَقَوْمِهِ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا فَاسِقِينَ

    ხელი უბეში ჩაიყავი და ამოიღებ იქიდან ქათქათა თეთრს. აი, ზოგი სასწაული იმ ცხრიდან, ფარაონისა და მისი ხალხისათვის. უეჭველად, ისინი არიან გზასამცდარი ხალხი!“

    27:12

თარგმანი: რეზო მიქელაძე