სურა 27 ნემლი, აიათი 67 – 82

  1. وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا أَإِذَا كُنَّا تُرَابًا وَآبَاؤُنَا أَئِنَّا لَمُخْرَجُونَ

    და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „განა იმას შემდგომ, რაც ჩვენ და ჩვენი მამები მიწად ვიქცევით, აღმოცენებულ ვიქნებით?

    27:67
  2. لَقَدْ وُعِدْنَا هَٰذَا نَحْنُ وَآبَاؤُنَا مِنْ قَبْلُ إِنْ هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    ჭეშმარიტად, ეს აღგვეთქვა ჩვენ და ჩვენზე უწინ ჩვენს წინაპრებს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებია ძველი ხალხისა!“

    27:68
  3. قُلْ سِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُجْرِمِينَ

    უთხარი: „იმოგზაურეთ მიწაზე და ნახეთ, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!“

    27:69
  4. وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَلَا تَكُنْ فِي ضَيْقٍ مِمَّا يَمْكُرُونَ

    არ იდარდო მათზე და არ შეწუხდე იმის გამო, რასაც ისინი ფარულად სჩადიან!

    27:70
  5. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    ისინი ამბობენ: „როდესღა აღსრულდება ეს დაპირება, თუ ხართ მართალნი“?

    27:71
  6. قُلْ عَسَىٰ أَنْ يَكُونَ رَدِفَ لَكُمْ بَعْضُ الَّذِي تَسْتَعْجِلُونَ

    უთხარი: „შესაძლოა, ზოგი რამ, რასაც თქვენ აჩქარებთ, უკან მოგყვებათ!“

    27:72
  7. وَإِنَّ رَبَّكَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَشْكُرُونَ

    და უეჭველად, შენი ღმერთი წყალობით აღსავსეა ხალხისადმი, მაგრამ მათი უმრავლესობა უმადურია!

    27:73
  8. وَإِنَّ رَبَّكَ لَيَعْلَمُ مَا تُكِنُّ صُدُورُهُمْ وَمَا يُعْلِنُونَ

    უეჭველად, შენი ღმერთი უწყის, რასაც ფარავს მათი გულები და იმასაც, რასაც აცხადებენ!

    27:74
  9. وَمَا مِنْ غَائِبَةٍ فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ إِلَّا فِي كِتَابٍ مُبِينٍ

    არც ცაში და არც მიწაზე არ არის ისეთი ფარული რამ, რომელიც არ იყოს ცხად წიგნში!

    27:75
  10. إِنَّ هَٰذَا الْقُرْآنَ يَقُصُّ عَلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ أَكْثَرَ الَّذِي هُمْ فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    უეჭველად, ეს ყურანი გადმოსცემს ისრაილის ძეების იმ ამბის დიდ ნაწილს, რის გამოც უთანხმოებდნენ ერთმანეთში.

    27:76
  11. وَإِنَّهُ لَهُدًى وَرَحْمَةٌ لِلْمُؤْمِنِينَ

    და უეჭველად, იგია ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნეთათვის!

    27:77
  12. إِنَّ رَبَّكَ يَقْضِي بَيْنَهُمْ بِحُكْمِهِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْعَلِيمُ

    უეჭველად, შენი ღმერთი განსჯის მათ თავისი მსჯავრით. რამეთუ იგი ძლევამოსილია, ყოვლისმცოდნეა!

    27:78
  13. فَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۖ إِنَّكَ عَلَى الْحَقِّ الْمُبِينِ

    სასოებდე ალლაჰს, რამეთუ შენ ცხად ჭეშმარიტებას ემყარები!

    27:79
  14. إِنَّكَ لَا تُسْمِعُ الْمَوْتَىٰ وَلَا تُسْمِعُ الصُّمَّ الدُّعَاءَ إِذَا وَلَّوْا مُدْبِرِينَ

    უეჭველად, შენ ვერ შეასმენ მკვდრებს და ვერც ყრუებს, როცა ისინი ზურგს იბრუნებენ!

    27:80
  15. وَمَا أَنْتَ بِهَادِي الْعُمْيِ عَنْ ضَلَالَتِهِمْ ۖ إِنْ تُسْمِعُ إِلَّا مَنْ يُؤْمِنُ بِآيَاتِنَا فَهُمْ مُسْلِمُونَ

    და გზააბნევიდან ვერ გამოიყვან ბრმებს ჭეშმარიტ გზაზე. შენ შეძლებ შეასმინო მხოლოდ მორწმუნეებს. მათ, ვინც ჰმორჩილა ჩვენს აიათებს!

    27:81
  16. وَإِذَا وَقَعَ الْقَوْلُ عَلَيْهِمْ أَخْرَجْنَا لَهُمْ دَابَّةً مِنَ الْأَرْضِ تُكَلِّمُهُمْ أَنَّ النَّاسَ كَانُوا بِآيَاتِنَا لَا يُوقِنُونَ

    და აღთქმული სიტყვა როცა აღსრულდება მათზე და ამოვუყვანთ მიწიდან ნადირს, რომელიც გამოამჟღავნებს იმ ხალხს, ვისაც დარწმუნებით არ სწამდა ჩვენი სასწაულები!

    27:82

თარგმანი: რეზო მიქელაძე