სურა 27 ნემლი, აიათი 59 – 66
-
قُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ وَسَلَامٌ عَلَىٰ عِبَادِهِ الَّذِينَ اصْطَفَىٰ ۗ آللَّهُ خَيْرٌ أَمَّا يُشْرِكُونَ
თქვი: „დიდება ალლაჰს და მშვიდობა მის რჩეულ მსახურთ! ალლაჰი უკეთესია თუ ისინი, რასაც თანაზიარად უხდიან?“
27:59 -
أَمَّنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَأَنْزَلَ لَكُمْ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَنْبَتْنَا بِهِ حَدَائِقَ ذَاتَ بَهْجَةٍ مَا كَانَ لَكُمْ أَنْ تُنْبِتُوا شَجَرَهَا ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ يَعْدِلُونَ
ვინ გააჩინა ცანი და ქვეყანა და გარდმოავლინა თქვენთვის ზეციდან წყალი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აღმოვაცენეთ მშვენიერი ბაღები? თქვენ ვერ გაზრდიდით მათში ხეებს. მაშ, არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აცდნენ ჭეშმარიტებას!
27:60 -
أَمَّنْ جَعَلَ الْأَرْضَ قَرَارًا وَجَعَلَ خِلَالَهَا أَنْهَارًا وَجَعَلَ لَهَا رَوَاسِيَ وَجَعَلَ بَيْنَ الْبَحْرَيْنِ حَاجِزًا ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ
ვინ დაადგინა დედამიწა საცხოვრებლად, გაიყვანა მის ღარებში მდინარეები, დაადგა მასზე ურყევი მთები და დაადგინა საზღვარი ზღვებს შორის? განა არის ღმერთი ალლაჰთან ერთად? არამც და არამც, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის ეს!
27:61 -
أَمَّنْ يُجِيبُ الْمُضْطَرَّ إِذَا دَعَاهُ وَيَكْشِفُ السُّوءَ وَيَجْعَلُكُمْ خُلَفَاءَ الْأَرْضِ ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ قَلِيلًا مَا تَذَكَّرُونَ
ვინ შეისმენს შევიწროებულისას, როცა ის შეჰღაღადებს მას, აშორებს ავს და დაგადგენთ ქვეყნის მემკვიდრეებად? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? რაოდენ ცოტას შეიმეცნებთ!..
27:62 -
أَمَّنْ يَهْدِيكُمْ فِي ظُلُمَاتِ الْبَرِّ وَالْبَحْرِ وَمَنْ يُرْسِلُ الرِّيَاحَ بُشْرًا بَيْنَ يَدَيْ رَحْمَتِهِ ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ تَعَالَى اللَّهُ عَمَّا يُشْرِكُونَ
ვინ დაგადგენთ სწორი გზით ხმელეთისა და ზღის წყვდიადში და გიგზავნით ქარს მახარობლად მისი წყალობისა? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც უხდით თანაზიარად!
27:63 -
أَمَّنْ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ وَمَنْ يَرْزُقُكُمْ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۗ أَإِلَٰهٌ مَعَ اللَّهِ ۚ قُلْ هَاتُوا بُرْهَانَكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
ვინ გააჩინა პირველად და მერე ვინ დააბრუნებს. და ვინ ასაზრდოებს ციდან მიწას? განა არს ღმერთი, გარდა ალლაჰისა? უთხარი: „მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება თუკი ხართ მართალნი!“
27:64 -
قُلْ لَا يَعْلَمُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ الْغَيْبَ إِلَّا اللَّهُ ۚ وَمَا يَشْعُرُونَ أَيَّانَ يُبْعَثُونَ
უთხარი: არავინ უწყის დაფარული ცათა და ქვეყნისა, გარდა ალლაჰისა. ისინი კი ვერც ხვდებიან, რომ აღდგენილ იქნებიან!
27:65 -
بَلِ ادَّارَكَ عِلْمُهُمْ فِي الْآخِرَةِ ۚ بَلْ هُمْ فِي شَكٍّ مِنْهَا ۖ بَلْ هُمْ مِنْهَا عَمُونَ
უფრო მეტიც, ისინი არ უწყიან იმქვეყნიურ ცხოვრებას, ეჭვობენ და ბრმანი არიან.
27:66
თარგმანი: რეზო მიქელაძე