სურა 27 ნემლი, აიათი 48 – 51

  1. وَكَانَ فِي الْمَدِينَةِ تِسْعَةُ رَهْطٍ يُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ وَلَا يُصْلِحُونَ

    და ქალაქში ცხრა კაცი იყო, რომლებიც ქვეყანაზე უკეთურობას ამრავლებდნენ და არაფერს აუმჯობესებდნენ.

    27:48
  2. قَالُوا تَقَاسَمُوا بِاللَّهِ لَنُبَيِّتَنَّهُ وَأَهْلَهُ ثُمَّ لَنَقُولَنَّ لِوَلِيِّهِ مَا شَهِدْنَا مَهْلِكَ أَهْلِهِ وَإِنَّا لَصَادِقُونَ

    მათ თქვეს: „ერთმანეთს შევფიცოთ ალლაჰის სახელით, რომ ღამით სალიჰს და მის ოჯახს დავესხმებით თავს მერე კი ვეტყვით მის ახლო ნათესავებს, რომ არ შევსწრებივართ მისი და მისი ოჯახის მკვლელობას და რომ სიმართლეს ვამბობთ.“

    27:49
  3. وَمَكَرُوا مَكْرًا وَمَكَرْنَا مَكْرًا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ

    მათ ხრიკი ჩაიფიქრეს და ჩვენ ამაოდ ვჰქმენით! და ვერც კი იგრძნეს!

    27:50
  4. فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ مَكْرِهِمْ أَنَّا دَمَّرْنَاهُمْ وَقَوْمَهُمْ أَجْمَعِينَ

    მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული მათი ხრიკისა! უეჭველად, მოვსპეთ ისინი და ხალხი მათი ერთიანად!

    27:51

თარგმანი: რეზო მიქელაძე