სურა 27 ნემლი, აიათი 32 – 37

  1. قَالَتْ يَا أَيُّهَا الْمَلَأُ أَفْتُونِي فِي أَمْرِي مَا كُنْتُ قَاطِعَةً أَمْرًا حَتَّىٰ تَشْهَدُونِ

    თქვა ქალმა: „ჰეი დიდებულებო, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. დამოუკიდებლად გადაწყვეტილება ჯერ არასდროს მიმიღია, გვერდით თქვენ მყავდით!“

    27:32
  2. قَالُوا نَحْنُ أُولُو قُوَّةٍ وَأُولُو بَأْسٍ شَدِيدٍ وَالْأَمْرُ إِلَيْكِ فَانْظُرِي مَاذَا تَأْمُرِينَ

    უთხრეს: „ძლიერნი და ძლევამოსილნი ვართ, მაგრამ გადაწყეტილება შენ უნდა მიიღო. მოიფიქრე, რის გაკეთებას გვიბრძანებ!“

    27:33
  3. قَالَتْ إِنَّ الْمُلُوكَ إِذَا دَخَلُوا قَرْيَةً أَفْسَدُوهَا وَجَعَلُوا أَعِزَّةَ أَهْلِهَا أَذِلَّةً ۖ وَكَذَٰلِكَ يَفْعَلُونَ

    თქვა: „როცა მეფენი დასახლებაში იჭრებიან, ანგრევენ მას და მის ღირსეულ მცხოვრებლებს აკნინებენ. სწორედ, ასე იქცევიან!

    27:34
  4. وَإِنِّي مُرْسِلَةٌ إِلَيْهِمْ بِهَدِيَّةٍ فَنَاظِرَةٌ بِمَ يَرْجِعُ الْمُرْسَلُونَ

    და უეჭველად, გავუგზავნი მათ ძღვენს და ვნახავ, რით დაბრუნდებიან წარგზავნილები.“

    27:35
  5. فَلَمَّا جَاءَ سُلَيْمَانَ قَالَ أَتُمِدُّونَنِ بِمَالٍ فَمَا آتَانِيَ اللَّهُ خَيْرٌ مِمَّا آتَاكُمْ بَلْ أَنْتُمْ بِهَدِيَّتِكُمْ تَفْرَحُونَ

    როცა ისინი მიუახლოვდნენ სულეიმანს, მან უთხრა: „ნუთუ შემეწიეთ თქვენი ქონებით? ის, რაც ალლაჰმა მიბოძა, უმჯობესია მასზე, რაც მან თქვენ გიბოძათ. არამც და არამც! ეს თქვენ ხარობთ იმგვარი ძღვენით, რომელიც მოგვართვით!

    27:36
  6. ارْجِعْ إِلَيْهِمْ فَلَنَأْتِيَنَّهُمْ بِجُنُودٍ لَا قِبَلَ لَهُمْ بِهَا وَلَنُخْرِجَنَّهُمْ مِنْهَا أَذِلَّةً وَهُمْ صَاغِرُونَ

    დაბრუნდით მათთან და ჩვენ უდაოდ მოვალთ ჯარით, რომელსაც წინ ვერ აღუდგებიან, და გავაძევებთ მათ იქიდან დამცირებულებს და დაკნინებულებს!“

    27:37

თარგმანი: რეზო მიქელაძე