სურა 27 ნემლი, აიათი 23 – 26
-
إِنِّي وَجَدْتُ امْرَأَةً تَمْلِكُهُمْ وَأُوتِيَتْ مِنْ كُلِّ شَيْءٍ وَلَهَا عَرْشٌ عَظِيمٌ
უეჭველად, ვიპოვე იქ ქალი, რომელიც მეფობს მათზე. ბოძებია მას ყველაფერი და აქვს დიდებული ტახტი.
27:23 -
وَجَدْتُهَا وَقَوْمَهَا يَسْجُدُونَ لِلشَّمْسِ مِنْ دُونِ اللَّهِ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَصَدَّهُمْ عَنِ السَّبِيلِ فَهُمْ لَا يَهْتَدُونَ
ვნახე, რომ ის და მისი ხალხი მზეს ეთაყვანებიან, მაგიერ ალლაჰისა. ეშმაკმა მოაჩვენა მათ მათი საქმენი შელამაზებული და გზიდან ააცდინა და არ ადგანან ისინი სწორ გზას.
27:24 -
أَلَّا يَسْجُدُوا لِلَّهِ الَّذِي يُخْرِجُ الْخَبْءَ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَيَعْلَمُ مَا تُخْفُونَ وَمَا تُعْلِنُونَ
განა რატომ არ აღავლენენ სეჯდეს ალლაჰის წინაშე, რომელიც გამოავლენს ყოველივე დაფარულს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის იმას, რასაც მალავთ, და იმასაც, რასაც აცხადებთ?
27:25 -
اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْعَظِيمِ ۩
და არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, იგია დიდებული ტახტრევნის მეუფე!“
27:26
თარგმანი: რეზო მიქელაძე