სურა 27 ნემლი, აიათი 20 – 22

  1. وَتَفَقَّدَ الطَّيْرَ فَقَالَ مَا لِيَ لَا أَرَى الْهُدْهُدَ أَمْ كَانَ مِنَ الْغَائِبِينَ

    შეათვალიერა ფრინველები და თქვა: „რა მემართება? რატომ ვერ ვხედავ ოფოფს? ან იქნებ იგი აქ არმყოფთა შორისაა?

    27:20
  2. لَأُعَذِّبَنَّهُ عَذَابًا شَدِيدًا أَوْ لَأَذْبَحَنَّهُ أَوْ لَيَأْتِيَنِّي بِسُلْطَانٍ مُبِينٍ

    მკაცრ სასჯლეს მივაგებ ან დავკლავ, თუ არ მომცემს ცხად ახსნას!“

    27:21
  3. فَمَكَثَ غَيْرَ بَعِيدٍ فَقَالَ أَحَطْتُ بِمَا لَمْ تُحِطْ بِهِ وَجِئْتُكَ مِنْ سَبَإٍ بِنَبَإٍ يَقِينٍ

    ცოტა ხანს დაჰყო იქ და თქვა: „შევიტყვე ის, რასაც შენ არ უწყი. მე მოვედი შენთან საბასაგან სარწმუნო ამბით.

    27:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე