სურა 27 ნემლი, აიათი 17 – 19
-
وَحُشِرَ لِسُلَيْمَانَ جُنُودُهُ مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ وَالطَّيْرِ فَهُمْ يُوزَعُونَ
და შეიკრიბა სულეიმანთან მისი ჯარი, შემდგარი ჯინთაგან, კაცთაგან და ფრინველთაგან. ყველანი ცალ-ცალკე რაზმებად დაწყობილნი.
27:17 -
حَتَّىٰ إِذَا أَتَوْا عَلَىٰ وَادِ النَّمْلِ قَالَتْ نَمْلَةٌ يَا أَيُّهَا النَّمْلُ ادْخُلُوا مَسَاكِنَكُمْ لَا يَحْطِمَنَّكُمْ سُلَيْمَانُ وَجُنُودُهُ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
როცა მივიდნენ ჭიანჭველების ველზე, დედა ჭიანჭველამ თქვა: „ჭიანჭველებო! შედით თქვენს სამყოფებში, რათა სულეიმანმა და მისმა მეომრებმა არ გაგსრისონ, ისე, რომ ვერც კი იგრძნონ ეს!“
27:18 -
فَتَبَسَّمَ ضَاحِكًا مِنْ قَوْلِهَا وَقَالَ رَبِّ أَوْزِعْنِي أَنْ أَشْكُرَ نِعْمَتَكَ الَّتِي أَنْعَمْتَ عَلَيَّ وَعَلَىٰ وَالِدَيَّ وَأَنْ أَعْمَلَ صَالِحًا تَرْضَاهُ وَأَدْخِلْنِي بِرَحْمَتِكَ فِي عِبَادِكَ الصَّالِحِينَ
გაიღიმა მისი სიტყვების გამგონმა და თქვა: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და შემიყვანე შენს მოწყალებაში მართლმორწმუნე მსახურებთან ერთად!“
27:19
თარგმანი: რეზო მიქელაძე