სურა 27 ნემლი, აიათი 10 – 12
-
وَأَلْقِ عَصَاكَ ۚ فَلَمَّا رَآهَا تَهْتَزُّ كَأَنَّهَا جَانٌّ وَلَّىٰ مُدْبِرًا وَلَمْ يُعَقِّبْ ۚ يَا مُوسَىٰ لَا تَخَفْ إِنِّي لَا يَخَافُ لَدَيَّ الْمُرْسَلُونَ
დააგდე შენი კვერთხი!“ როცა დაინახა როგორ იკლაკნებოდა გველივით, უკანმოუხედავად გაიქცა. უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, მუსა! ნუ გეშინია, რამეთუ შუამავლებს შიში არა აქვთ, როცა ჩემთან არიან!
27:10 -
إِلَّا مَنْ ظَلَمَ ثُمَّ بَدَّلَ حُسْنًا بَعْدَ سُوءٍ فَإِنِّي غَفُورٌ رَحِيمٌ
ხოლო ვინც უსამართლობა ჰქმნა, მერე კი სიკეთით გამოასწორა, უეჭველად, მე ვარ შემნდობი, მწყალობელი!
27:11 -
وَأَدْخِلْ يَدَكَ فِي جَيْبِكَ تَخْرُجْ بَيْضَاءَ مِنْ غَيْرِ سُوءٍ ۖ فِي تِسْعِ آيَاتٍ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَقَوْمِهِ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا فَاسِقِينَ
ხელი უბეში ჩაიყავი და ამოიღებ იქიდან ქათქათა თეთრს. აი, ზოგი სასწაული იმ ცხრიდან, ფარაონისა და მისი ხალხისათვის. უეჭველად, ისინი არიან გზასამცდარი ხალხი!“
27:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე