სურა 27 ნემლი, აიათი 1 – 5

  1. طس ۚ تِلْكَ آيَاتُ الْقُرْآنِ وَكِتَابٍ مُبِينٍ

    ტა. სინ. ეს არის აიათები ყურანისა, ცხადი წიგნისა!

    27:1
  2. هُدًى وَبُشْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ

    ჭეშმარიტ გზად და მახარობლად მორწმუნეთათვის,

    27:2
  3. الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَيُؤْتُونَ الزَّكَاةَ وَهُمْ بِالْآخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ

    რომელნიც აღავლენენ ლოცვას, გასცემენ ზექათს და მტკიცედ სწამთ საიქიოსი!

    27:3
  4. إِنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ زَيَّنَّا لَهُمْ أَعْمَالَهُمْ فَهُمْ يَعْمَهُونَ

    უეჭველად, რომელთაც არ სწამთ საიქიო ცხოვრება, შევულამაზეთ მათ საქმენი მათი, რაშიც გზააბნეულნი დაძრწიან!

    27:4
  5. أُولَٰئِكَ الَّذِينَ لَهُمْ سُوءُ الْعَذَابِ وَهُمْ فِي الْآخِرَةِ هُمُ الْأَخْسَرُونَ

    სწორედ ეგენი არიან, რომელთათვისაც გამზადებულია მტანჯველი სასჯელი და საიქიოში იქნებიან მუდამ წაგებულნი!

    27:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე