სურა 24 ნური, აიათი 62 – 64

  1. إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ آمَنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَإِذَا كَانُوا مَعَهُ عَلَىٰ أَمْرٍ جَامِعٍ لَمْ يَذْهَبُوا حَتَّىٰ يَسْتَأْذِنُوهُ ۚ إِنَّ الَّذِينَ يَسْتَأْذِنُونَكَ أُولَٰئِكَ الَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ۚ فَإِذَا اسْتَأْذَنُوكَ لِبَعْضِ شَأْنِهِمْ فَأْذَنْ لِمَنْ شِئْتَ مِنْهُمْ وَاسْتَغْفِرْ لَهُمُ اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    მორწმუნენი არიან მხოლოდ ისინი, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი. როცა ისინი მის გვერდით არიან საერთო საქმეში, არ წავლენ მისი ნების გარეშე. უეჭველად, რომელნიც შენგან ნებართვას ითხოვენ, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავალის. თუ ნებართვას გთხოვენ თავიანთი საქმეების გამო, ნება მიეცი მათგან იმას, ვისაც ინებებ, და შესთხოვე ალლაჰს მიუტევოს მათ. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია!

    24:62
  2. لَا تَجْعَلُوا دُعَاءَ الرَّسُولِ بَيْنَكُمْ كَدُعَاءِ بَعْضِكُمْ بَعْضًا ۚ قَدْ يَعْلَمُ اللَّهُ الَّذِينَ يَتَسَلَّلُونَ مِنْكُمْ لِوَاذًا ۚ فَلْيَحْذَرِ الَّذِينَ يُخَالِفُونَ عَنْ أَمْرِهِ أَنْ تُصِيبَهُمْ فِتْنَةٌ أَوْ يُصِيبَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    შუამავალს ნუ მიმართავთ ისე, როგორც ერთმანეთს მიმართავთ. ალლაჰი უწყის თქვენგან იმათ, რომელნიც მალვით, შეფარვით მიდიან. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, რომელნიც მის ნებას ეწინააღმდეგებიან, რომ არ დაატყდეთ თავს განსაცდელი ან მწარე სასჯელი!

    24:63
  3. أَلَا إِنَّ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ قَدْ يَعْلَمُ مَا أَنْتُمْ عَلَيْهِ وَيَوْمَ يُرْجَعُونَ إِلَيْهِ فَيُنَبِّئُهُمْ بِمَا عَمِلُوا ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. იგი უწყის რა ყოფაში ხართ და უწყის ის დღე, როცა იქნებიან ისინი მასთან მიბრუნებულნი. იგი ამცნობს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

    24:64

თარგმანი: რეზო მიქელაძე