სურა 24 ნური, აიათი 58 – 61
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لِيَسْتَأْذِنْكُمُ الَّذِينَ مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ وَالَّذِينَ لَمْ يَبْلُغُوا الْحُلُمَ مِنْكُمْ ثَلَاثَ مَرَّاتٍ ۚ مِنْ قَبْلِ صَلَاةِ الْفَجْرِ وَحِينَ تَضَعُونَ ثِيَابَكُمْ مِنَ الظَّهِيرَةِ وَمِنْ بَعْدِ صَلَاةِ الْعِشَاءِ ۚ ثَلَاثُ عَوْرَاتٍ لَكُمْ ۚ لَيْسَ عَلَيْكُمْ وَلَا عَلَيْهِمْ جُنَاحٌ بَعْدَهُنَّ ۚ طَوَّافُونَ عَلَيْكُمْ بَعْضُكُمْ عَلَىٰ بَعْضٍ ۚ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, თქვენი მარჯვენით მოპოვებულმა მონებმა და იმათ, ვინც სრულწლოვანი არ გამხდარა, თქვენგან ნებართვა აიღონ შემოსვლაზე სამგზის: დილის ლოცვამდე, შუადღეს, როცა სამოსს იხდით და საღამოს ლოცვის შემდეგ. აი, სამი ჟამი სიშიშვლისა თქვენთვის. სხვა შემთხვევაში არც თქვენ და არც მათ ცოდვად არ გეთვლებათ ერთმანეთთან მიმოსვლა. ასე გაგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
24:58 -
وَإِذَا بَلَغَ الْأَطْفَالُ مِنْكُمُ الْحُلُمَ فَلْيَسْتَأْذِنُوا كَمَا اسْتَأْذَنَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمْ آيَاتِهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ
როცა თქვენი ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევენ, ნებართვა აიღონ თქვენგან, როცა ამას აკეთებენ მათზე უფროსები. ასე განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
24:59 -
وَالْقَوَاعِدُ مِنَ النِّسَاءِ اللَّاتِي لَا يَرْجُونَ نِكَاحًا فَلَيْسَ عَلَيْهِنَّ جُنَاحٌ أَنْ يَضَعْنَ ثِيَابَهُنَّ غَيْرَ مُتَبَرِّجَاتٍ بِزِينَةٍ ۖ وَأَنْ يَسْتَعْفِفْنَ خَيْرٌ لَهُنَّ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
ცოდვად არ ეთვლებათ მოხუც ქალებს, რომლებსაც გათხოვების იმედი აღარ აქვთ, ზედა სამოსი გაიხადონ, თავისი სამშვენისების გამოჩენის გარეშე, მაგრამ მათთვისვეა უმჯობესი თუ ამისგან თავს შეიკავებენ. ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
24:60 -
لَيْسَ عَلَى الْأَعْمَىٰ حَرَجٌ وَلَا عَلَى الْأَعْرَجِ حَرَجٌ وَلَا عَلَى الْمَرِيضِ حَرَجٌ وَلَا عَلَىٰ أَنْفُسِكُمْ أَنْ تَأْكُلُوا مِنْ بُيُوتِكُمْ أَوْ بُيُوتِ آبَائِكُمْ أَوْ بُيُوتِ أُمَّهَاتِكُمْ أَوْ بُيُوتِ إِخْوَانِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَخَوَاتِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَعْمَامِكُمْ أَوْ بُيُوتِ عَمَّاتِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَخْوَالِكُمْ أَوْ بُيُوتِ خَالَاتِكُمْ أَوْ مَا مَلَكْتُمْ مَفَاتِحَهُ أَوْ صَدِيقِكُمْ ۚ لَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَنْ تَأْكُلُوا جَمِيعًا أَوْ أَشْتَاتًا ۚ فَإِذَا دَخَلْتُمْ بُيُوتًا فَسَلِّمُوا عَلَىٰ أَنْفُسِكُمْ تَحِيَّةً مِنْ عِنْدِ اللَّهِ مُبَارَكَةً طَيِّبَةً ۚ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ لَكُمُ الْآيَاتِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს და თავად თქვენც, თუ შეჭამთ თქვენს სახლებში, ან დედ-მამის, და-ძმების, ბიძების სახლებში (დედის და მამის მხრიდან), ან მამიდების და დეიდებისა სახლებში, რომლის გასაღებიც თქვენს განკარგულებაშია, ან თქვენი მეგობრის სახლში. ცოდვად არ ჩაგეთვლებათ თუ შეჭამთ ერთად ან ცალ-ცალკე. როცა შედიხართ სახლში, მიესალმეთ ერთმანეთს ალლაჰის სახელით, მომმადლებელისა და კეთილის. ასე გაგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს, ეგებ გონს მოეგოთ!
24:61
თარგმანი: რეზო მიქელაძე