სურა 24 ნური, აიათი 51 – 57
-
إِنَّمَا كَانَ قَوْلَ الْمُؤْمِنِينَ إِذَا دُعُوا إِلَى اللَّهِ وَرَسُولِهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ أَنْ يَقُولُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ
როცა მორწმუნენს მოუხმობენ ალლაჰისკენ და მისი შუამავლისკენ, რათა განსაჯოს მან მათ შორის არსებული, ამბობენ: „შევისმინეთ და გმორჩილებთო!“ უეჭველად, ისინი არიან ნეტარნი!
24:51 -
وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَيَخْشَ اللَّهَ وَيَتَّقْهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَائِزُونَ
ვინც ემორჩილება ალლაჰს და მის შუამავალს, შიში აქვს ალლაჰის და ეკრძალვის, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი!
24:52 -
وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ لَئِنْ أَمَرْتَهُمْ لَيَخْرُجُنَّ ۖ قُلْ لَا تُقْسِمُوا ۖ طَاعَةٌ مَعْرُوفَةٌ ۚ إِنَّ اللَّهَ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
ისინი (პირმოთნენი) დებენ ძლიერ ფიცს ალლაჰის წინაშე, აქაოდა შენ რომ გებრძანებინა მათთის, უსათუოდ გამოვიდოდნენ. უთხარი: „ნუ იფიცებთ! ასეთი მორჩილება ცნობილია. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ სჩადიხართ!“
24:53 -
قُلْ أَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ ۖ فَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْهِ مَا حُمِّلَ وَعَلَيْكُمْ مَا حُمِّلْتُمْ ۖ وَإِنْ تُطِيعُوهُ تَهْتَدُوا ۚ وَمَا عَلَى الرَّسُولِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ
უთხარი: „ჭეშმარიტად, ალლაჰს ჰმორჩილებდეთ და მის შუამავალს!“ თუ პირს იბრუნებთ, ის პაუხს აგებს იმაზე, რაც მან იტვირთა, თქვენ კი მოგეკითხებათ ის, რაც თქვენ იტვირთეთ. მაგრამ თუ დაემორჩილებით მას, სწორი გზით ივლით. შუამავლის ვალდებულება მხოლოდ ცხადი შეტყობინებაა!
24:54 -
وَعَدَ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَيَسْتَخْلِفَنَّهُمْ فِي الْأَرْضِ كَمَا اسْتَخْلَفَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ وَلَيُمَكِّنَنَّ لَهُمْ دِينَهُمُ الَّذِي ارْتَضَىٰ لَهُمْ وَلَيُبَدِّلَنَّهُمْ مِنْ بَعْدِ خَوْفِهِمْ أَمْنًا ۚ يَعْبُدُونَنِي لَا يُشْرِكُونَ بِي شَيْئًا ۚ وَمَنْ كَفَرَ بَعْدَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ
ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან მათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიქმნიან თანაზიარად. ხოლო ისინი, ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებენ, სწორედ ეგენი არიან ურჯულონი!
24:55 -
وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ
ილოცეთ, გაეცით ზექათი და ჰმორჩილებდეთ შუამავალს, ეგებ შეიქმნათ შეწყალებულნი!
24:56 -
لَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا مُعْجِزِينَ فِي الْأَرْضِ ۚ وَمَأْوَاهُمُ النَّارُ ۖ وَلَبِئْسَ الْمَصِيرُ
არ იფიქრო, რომ ურწმუნოები გადარჩებიან ქვეყანაზე. მათი თავშესაფარი ცეცხლი იქნება. და რა საშინელი სამყოფელია!
24:57
თარგმანი: რეზო მიქელაძე