სურა 24 ნური, აიათი 4 – 9

  1. وَالَّذِينَ يَرْمُونَ الْمُحْصَنَاتِ ثُمَّ لَمْ يَأْتُوا بِأَرْبَعَةِ شُهَدَاءَ فَاجْلِدُوهُمْ ثَمَانِينَ جَلْدَةً وَلَا تَقْبَلُوا لَهُمْ شَهَادَةً أَبَدًا ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ

    და რომელნიც ცილს დასწამებენ პატიოსან ქალებს, შემდეგ კი არ მოიყვანებენ ოთხ მოწმეს, მაშინ ისინი გაროზგეთ ოთხმოცჯერ. და არასდროს მიიღოთ მათი მოწმეობა, რამეთუ სწორედ ეგენი არიან ცოდვილნი,

    24:4
  2. إِلَّا الَّذِينَ تَابُوا مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    გარდა მათი, რომელნიც ამის შემდეგ მოინანიებენ და გამოსწორდებიან. რამეთუ ალლაჰი, უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია!

    24:5
  3. وَالَّذِينَ يَرْمُونَ أَزْوَاجَهُمْ وَلَمْ يَكُنْ لَهُمْ شُهَدَاءُ إِلَّا أَنْفُسُهُمْ فَشَهَادَةُ أَحَدِهِمْ أَرْبَعُ شَهَادَاتٍ بِاللَّهِ ۙ إِنَّهُ لَمِنَ الصَّادِقِينَ

    რომელნიც ცილს დასწამებენ თავიანთ ცოლებს და მათ არ მოეძებნებათ მოწმენი, თუ არა თავიანთი სულისა, თითოეული იმათგანის მოწმეობა ალლაჰისადმი ოთხჯერ შეფიცებაა, რომ იგი ჭეშმარიტად მართალთაგანია,

    24:6
  4. وَالْخَامِسَةُ أَنَّ لَعْنَتَ اللَّهِ عَلَيْهِ إِنْ كَانَ مِنَ الْكَاذِبِينَ

    და მეხუთედ იმისთვის, რომ ალლაჰის წყევლა იყოს მასზე, თუ იგი ცრუთაგანია!

    24:7
  5. وَيَدْرَأُ عَنْهَا الْعَذَابَ أَنْ تَشْهَدَ أَرْبَعَ شَهَادَاتٍ بِاللَّهِ ۙ إِنَّهُ لَمِنَ الْكَاذِبِينَ

    და სასჯელი აეშორება ქალს, თუ ის ალლაჰის წინაშე ოთხჯერ დაამოწმებს, რომ კაცი უთუოდ ცრუთაგანია,

    24:8
  6. وَالْخَامِسَةَ أَنَّ غَضَبَ اللَّهِ عَلَيْهَا إِنْ كَانَ مِنَ الصَّادِقِينَ

    და მეხუთედ იმისთვის, რომ ალლაჰის რისხვა დაატყდეს მას თავზე, თუ კაცი მართალთაგანია!

    24:9

თარგმანი: რეზო მიქელაძე