სურა 24 ნური, აიათი 36 – 39

  1. فِي بُيُوتٍ أَذِنَ اللَّهُ أَنْ تُرْفَعَ وَيُذْكَرَ فِيهَا اسْمُهُ يُسَبِّحُ لَهُ فِيهَا بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ

    სახლებში, რომელშიც ალლაჰმა ნება დართო, რომ ამაღლებულიყო და მოხსენებულიყო სახელი მისი, მასში განადიდებენ მას დილაობით და საღამოს ჟამს.

    24:36
  2. رِجَالٌ لَا تُلْهِيهِمْ تِجَارَةٌ وَلَا بَيْعٌ عَنْ ذِكْرِ اللَّهِ وَإِقَامِ الصَّلَاةِ وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ ۙ يَخَافُونَ يَوْمًا تَتَقَلَّبُ فِيهِ الْقُلُوبُ وَالْأَبْصَارُ

    კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და ზექათის გაღებას, მათ ეშინიათ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი.

    24:37
  3. لِيَجْزِيَهُمُ اللَّهُ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا وَيَزِيدَهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۗ وَاللَّهُ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ

    რათა მიაგოს ალლაჰმა მათ საუკეთესო იმისგან, რაც მათ გააკეთეს და უმრავლოს თავისი წყალობით. და ალლაჰი უთვალავ სარჩოს მიაგებს იმას, ინებებს ვისაც.

    24:38
  4. وَالَّذِينَ كَفَرُوا أَعْمَالُهُمْ كَسَرَابٍ بِقِيعَةٍ يَحْسَبُهُ الظَّمْآنُ مَاءً حَتَّىٰ إِذَا جَاءَهُ لَمْ يَجِدْهُ شَيْئًا وَوَجَدَ اللَّهَ عِنْدَهُ فَوَفَّاهُ حِسَابَهُ ۗ وَاللَّهُ سَرِيعُ الْحِسَابِ

    ხოლო რომელთაც უარყვეს, მათი ნამოქმედარი მსგავსია უდაბნოს მირაჟისა, რომელიც მოწყურებულს შორიდან წყალი ჰგონია. და როცა მიუახლოვდება, ვერაფერს იპოვის, მხოლოდ თავის წინაშე ის ჰპოვებს ალლაჰს, რომელიც სრულად მიაგებს მისი ანგარიშით, რამეთუ ალლაჰი სწრაფანგარიშმიმგებია!

    24:39

თარგმანი: რეზო მიქელაძე