სურა 24 ნური, აიათი 35 – 40
-
اللَّهُ نُورُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ مَثَلُ نُورِهِ كَمِشْكَاةٍ فِيهَا مِصْبَاحٌ ۖ الْمِصْبَاحُ فِي زُجَاجَةٍ ۖ الزُّجَاجَةُ كَأَنَّهَا كَوْكَبٌ دُرِّيٌّ يُوقَدُ مِنْ شَجَرَةٍ مُبَارَكَةٍ زَيْتُونَةٍ لَا شَرْقِيَّةٍ وَلَا غَرْبِيَّةٍ يَكَادُ زَيْتُهَا يُضِيءُ وَلَوْ لَمْ تَمْسَسْهُ نَارٌ ۚ نُورٌ عَلَىٰ نُورٍ ۗ يَهْدِي اللَّهُ لِنُورِهِ مَنْ يَشَاءُ ۚ وَيَضْرِبُ اللَّهُ الْأَمْثَالَ لِلنَّاسِ ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ალლაჰი ცათა და მიწის ნათელია. მისი ნათელი ნიშის დარია, რომელშიც ლამპარია. ლამპარი მინაშია, რომელიც მარგალიტის მსგავს ვარსკვლავს ჰგავს. იგი ალდება დალოცვილი ზეთისხილის ხისგან, რომელსაც არ ანათებს მზე მხოლოდ აღმოსავლეთიდან ან მხოლოდ დასავლეთიდან. მისი ზეთი მზადაა ანათოს ცეცხლის მიუკარებლადაც. იგია სინათლე სინათლეზე! დაადგენს ალლაჰი თავის სინათლეზე, ინებებს ვისაც! ალლაჰს მოაქვს ადამიანებისთვის იგავები, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
24:35 -
فِي بُيُوتٍ أَذِنَ اللَّهُ أَنْ تُرْفَعَ وَيُذْكَرَ فِيهَا اسْمُهُ يُسَبِّحُ لَهُ فِيهَا بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ
სახლებში, რომელშიც ალლაჰმა ნება დართო, რომ ამაღლებულიყო და მოხსენებულიყო სახელი მისი, მასში განადიდებენ მას დილაობით და საღამოს ჟამს.
24:36 -
رِجَالٌ لَا تُلْهِيهِمْ تِجَارَةٌ وَلَا بَيْعٌ عَنْ ذِكْرِ اللَّهِ وَإِقَامِ الصَّلَاةِ وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ ۙ يَخَافُونَ يَوْمًا تَتَقَلَّبُ فِيهِ الْقُلُوبُ وَالْأَبْصَارُ
კაცთ, რომელთაც ვაჭრობა და ყიდვა-გაყიდვა ვერ მოსწყვეტს ალლაჰის მოხსენიებას, ლოცვის აღვლენას და ზექათის გაღებას, მათ ეშინიათ დღის, როცა შეძრწუნდება გულნი და თვალნი.
24:37 -
لِيَجْزِيَهُمُ اللَّهُ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا وَيَزِيدَهُمْ مِنْ فَضْلِهِ ۗ وَاللَّهُ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ
რათა მიაგოს ალლაჰმა მათ საუკეთესო იმისგან, რაც მათ გააკეთეს და უმრავლოს თავისი წყალობით. და ალლაჰი უთვალავ სარჩოს მიაგებს იმას, ინებებს ვისაც.
24:38 -
وَالَّذِينَ كَفَرُوا أَعْمَالُهُمْ كَسَرَابٍ بِقِيعَةٍ يَحْسَبُهُ الظَّمْآنُ مَاءً حَتَّىٰ إِذَا جَاءَهُ لَمْ يَجِدْهُ شَيْئًا وَوَجَدَ اللَّهَ عِنْدَهُ فَوَفَّاهُ حِسَابَهُ ۗ وَاللَّهُ سَرِيعُ الْحِسَابِ
ხოლო რომელთაც უარყვეს, მათი ნამოქმედარი მსგავსია უდაბნოს მირაჟისა, რომელიც მოწყურებულს შორიდან წყალი ჰგონია. და როცა მიუახლოვდება, ვერაფერს იპოვის, მხოლოდ თავის წინაშე ის ჰპოვებს ალლაჰს, რომელიც სრულად მიაგებს მისი ანგარიშით, რამეთუ ალლაჰი სწრაფანგარიშმიმგებია!
24:39 -
أَوْ كَظُلُمَاتٍ فِي بَحْرٍ لُجِّيٍّ يَغْشَاهُ مَوْجٌ مِنْ فَوْقِهِ مَوْجٌ مِنْ فَوْقِهِ سَحَابٌ ۚ ظُلُمَاتٌ بَعْضُهَا فَوْقَ بَعْضٍ إِذَا أَخْرَجَ يَدَهُ لَمْ يَكَدْ يَرَاهَا ۗ وَمَنْ لَمْ يَجْعَلِ اللَّهُ لَهُ نُورًا فَمَا لَهُ مِنْ نُورٍ
ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში. რომელსაც ფარავს აზვირთებული ტალღები, ხოლო მათ თავზე კი ღრუბელია, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ის ხელს ამოჰყოფს, ვერ შეძლებს საკუთარი ხელის დანახვას. და ვისაც ალლაჰმა არ უწყალობა სინათლე, სინათლე არ ეღირსება!
24:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე