სურა 24 ნური, აიათი 1 – 5

  1. سُورَةٌ أَنْزَلْنَاهَا وَفَرَضْنَاهَا وَأَنْزَلْنَا فِيهَا آيَاتٍ بَيِّنَاتٍ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ

    აი სურა, რომელიც ზეგარდმოვავლინეთ და დავადგინეთ იგი კანონად. ჩვენ გარდმოვავლინეთ მასში ცხადი აიათები, ეგების შეიგონოთ!

    24:1
  2. الزَّانِيَةُ وَالزَّانِي فَاجْلِدُوا كُلَّ وَاحِدٍ مِنْهُمَا مِائَةَ جَلْدَةٍ ۖ وَلَا تَأْخُذْكُمْ بِهِمَا رَأْفَةٌ فِي دِينِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ تُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۖ وَلْيَشْهَدْ عَذَابَهُمَا طَائِفَةٌ مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    მეძავი ქალი და მეძავი კაცი - თითოეული გაროზგეთ ასჯერ, არ შეიბრალოთ ისინი ალლაჰის რჯულისათვის, თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი! მათი დასჯის მოწმე იყოს მორწმუნეთა ერთი ჯგუფი.

    24:2
  3. الزَّانِي لَا يَنْكِحُ إِلَّا زَانِيَةً أَوْ مُشْرِكَةً وَالزَّانِيَةُ لَا يَنْكِحُهَا إِلَّا زَانٍ أَوْ مُشْرِكٌ ۚ وَحُرِّمَ ذَٰلِكَ عَلَى الْمُؤْمِنِينَ

    მეძავი კაცი ვერ დაქორწინდება თუ არ მეძავ ქალზე ან წარმართზე, ხოლო მეძავი ქალი ვერ გათხოვდეს, თუ არა მეძავ კაცზე ან წარმართზე. მორწმუნეებს კი ეს აეკრძალათ!

    24:3
  4. وَالَّذِينَ يَرْمُونَ الْمُحْصَنَاتِ ثُمَّ لَمْ يَأْتُوا بِأَرْبَعَةِ شُهَدَاءَ فَاجْلِدُوهُمْ ثَمَانِينَ جَلْدَةً وَلَا تَقْبَلُوا لَهُمْ شَهَادَةً أَبَدًا ۚ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ

    და რომელნიც ცილს დასწამებენ პატიოსან ქალებს, შემდეგ კი არ მოიყვანებენ ოთხ მოწმეს, მაშინ ისინი გაროზგეთ ოთხმოცჯერ. და არასდროს მიიღოთ მათი მოწმეობა, რამეთუ სწორედ ეგენი არიან ცოდვილნი,

    24:4
  5. إِلَّا الَّذِينَ تَابُوا مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    გარდა მათი, რომელნიც ამის შემდეგ მოინანიებენ და გამოსწორდებიან. რამეთუ ალლაჰი, უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია!

    24:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე