სურა 23 მორწმუნენი, აიათი 93 – 118

  1. قُلْ رَبِّ إِمَّا تُرِيَنِّي مَا يُوعَدُونَ

    თქვი: „ღმერთო ჩემო! თუკი უნდა მახილვინო იგი, რაც მათ აღეთქვათ,

    23:93
  2. رَبِّ فَلَا تَجْعَلْنِي فِي الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    ღმერთო ჩემო! მაშ, ნუ დამადგენ უსამართლო ხალხთა შორის!“

    23:94
  3. وَإِنَّا عَلَىٰ أَنْ نُرِيَكَ مَا نَعِدُهُمْ لَقَادِرُونَ

    და უეჭველად, ჩვენ ძალგვიძს, რომ გახილვინოთ შენ იგი, რაც მათ აღვუთქვით!

    23:95
  4. ادْفَعْ بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ السَّيِّئَةَ ۚ نَحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَصِفُونَ

    ავი განაძევე იმით, რომელიც საუკეთესოა. ჩვენ უკეთ ვუწყით, რასაც ისინი თხზავენ!

    23:96
  5. وَقُلْ رَبِّ أَعُوذُ بِكَ مِنْ هَمَزَاتِ الشَّيَاطِينِ

    და თქვი: „ღმერთო ჩემო, შენ მიგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან!

    23:97
  6. وَأَعُوذُ بِكَ رَبِّ أَنْ يَحْضُرُونِ

    და მიგეკედლები შენ, ღმერთო ჩემო, რათა არ მომეკარონ ისინი!

    23:98
  7. حَتَّىٰ إِذَا جَاءَ أَحَدَهُمُ الْمَوْتُ قَالَ رَبِّ ارْجِعُونِ

    და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან,

    23:99
  8. لَعَلِّي أَعْمَلُ صَالِحًا فِيمَا تَرَكْتُ ۚ كَلَّا ۚ إِنَّهَا كَلِمَةٌ هُوَ قَائِلُهَا ۖ وَمِنْ وَرَائِهِمْ بَرْزَخٌ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ

    ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე!“ მაგრამ არა! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!

    23:100
  9. فَإِذَا نُفِخَ فِي الصُّورِ فَلَا أَنْسَابَ بَيْنَهُمْ يَوْمَئِذٍ وَلَا يَتَسَاءَلُونَ

    მაშინ, როცა ჩაიბერება საყვირში, აღარ დარჩება მათ შორის ნათესაური კავშირი და ერთმანეთს აღარ დაეკითხებიან!

    23:101
  10. فَمَنْ ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ

    მაშინ, ვისი ასაწონიც გადაზიდავს, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი!

    23:102
  11. وَمَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ فِي جَهَنَّمَ خَالِدُونَ

    და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს და შეიქმნენ სამუდამოდ ჯოჯოხეთის მკვიდრნი!

    23:103
  12. تَلْفَحُ وُجُوهَهُمُ النَّارُ وَهُمْ فِيهَا كَالِحُونَ

    დახრუკავს მათ სახეებს ცეცხლი, და ეგენი იქ იქნებიან სახედაღრეჯილები!

    23:104
  13. أَلَمْ تَكُنْ آيَاتِي تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَكُنْتُمْ بِهَا تُكَذِّبُونَ

    „განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები თქვენ, მაგრამ მაშინ სიცრუედ რაცხავდით?“

    23:105
  14. قَالُوا رَبَّنَا غَلَبَتْ عَلَيْنَا شِقْوَتُنَا وَكُنَّا قَوْمًا ضَالِّينَ

    თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გვძლია ჩვენივე ზღვარგადასულობამ და შევიქმენით გზააცდენილ ხალხად.

    23:106
  15. رَبَّنَا أَخْرِجْنَا مِنْهَا فَإِنْ عُدْنَا فَإِنَّا ظَالِمُونَ

    ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან. და თუ კიდევ დავუბრუნდით, მაშინ, უეჭველად, ჩვენ უსამართლონი ვიქნებით!“

    23:107
  16. قَالَ اخْسَئُوا فِيهَا وَلَا تُكَلِّمُونِ

    ეტყვის: „ეყარეთ მასში და მე არღა დამელაპარაკოთ!“

    23:108
  17. إِنَّهُ كَانَ فَرِيقٌ مِنْ عِبَادِي يَقُولُونَ رَبَّنَا آمَنَّا فَاغْفِرْ لَنَا وَارْحَمْنَا وَأَنْتَ خَيْرُ الرَّاحِمِينَ

    უეჭველად, ჩემს მსახურთაგან ერთი ჯგუფი ამბობდა: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ ვირწმუნეთ. მაშ, მოგვიტევე და შეგვინდე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“

    23:109
  18. فَاتَّخَذْتُمُوهُمْ سِخْرِيًّا حَتَّىٰ أَنْسَوْكُمْ ذِكْرِي وَكُنْتُمْ مِنْهُمْ تَضْحَكُونَ

    თქვენ კი მათ მასხრად იგდებდით, ამიტომაც დაგავიწყათ ჩემი გახსენება, და კიდევაც გასცინოდით მათ!

    23:110
  19. إِنِّي جَزَيْتُهُمُ الْيَوْمَ بِمَا صَبَرُوا أَنَّهُمْ هُمُ الْفَائِزُونَ

    უეჭველად, მე დღეს მივუზღე მათ იმისთვის, რომ მომთმენნი იყვნენ, უეჭველად, ეგენი არიან ნეტარნი.

    23:111
  20. قَالَ كَمْ لَبِثْتُمْ فِي الْأَرْضِ عَدَدَ سِنِينَ

    ეტყვის: „რამდენი წელი დაჰყავით მიწაზე?“

    23:112
  21. قَالُوا لَبِثْنَا يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍ فَاسْأَلِ الْعَادِّينَ

    მიუგებენ: „დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი. დაე, ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა!“

    23:113
  22. قَالَ إِنْ لَبِثْتُمْ إِلَّا قَلِيلًا ۖ لَوْ أَنَّكُمْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ

    ეტყვის: „დაჰყავით მხოლოდ მცირე დრო, რომ იცოდეთ თქვენ.

    23:114
  23. أَفَحَسِبْتُمْ أَنَّمَا خَلَقْنَاكُمْ عَبَثًا وَأَنَّكُمْ إِلَيْنَا لَا تُرْجَعُونَ

    ნუთუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ გაგაჩინეთ ტყუილუბრალოდ და რომ თქვენ ჩვენთან არ იქნებით მობრუნებულნი?“

    23:115
  24. فَتَعَالَى اللَّهُ الْمَلِكُ الْحَقُّ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ رَبُّ الْعَرْشِ الْكَرِيمِ

    ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. (იგი) მეუფეა საუკეთესო ტახტრევანისა!

    23:116
  25. وَمَنْ يَدْعُ مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ لَا بُرْهَانَ لَهُ بِهِ فَإِنَّمَا حِسَابُهُ عِنْدَ رَبِّهِ ۚ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الْكَافِرُونَ

    და ვინც მოუხმობს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაებას, რომლის შესახებაც მტკიცება არ არსებობს, უკვე მისი ანგარიშგება მხოლოდ თავისი ღმერთის წინაშეა. უეჭველად, ურწმუნონი ვერ იქნებიან გადარჩენილნი!

    23:117
  26. وَقُلْ رَبِّ اغْفِرْ وَارْحَمْ وَأَنْتَ خَيْرُ الرَّاحِمِينَ

    და თქვი: „ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“

    23:118

თარგმანი: რეზო მიქელაძე