სურა 23 მორწმუნენი, აიათი 57 – 61

  1. إِنَّ الَّذِينَ هُمْ مِنْ خَشْيَةِ رَبِّهِمْ مُشْفِقُونَ

    უეჭველად, ისინი, რომელნიც თავიანთი ღმერთის შიშით თრთიან,

    23:57
  2. وَالَّذِينَ هُمْ بِآيَاتِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ

    და ისინი, რომელთაც თავიანთი ღმერთის აიათების სჯერათ,

    23:58
  3. وَالَّذِينَ هُمْ بِرَبِّهِمْ لَا يُشْرِكُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთ ღმერთს თანაზიარს არ უდგენენ,

    23:59
  4. وَالَّذِينَ يُؤْتُونَ مَا آتَوْا وَقُلُوبُهُمْ وَجِلَةٌ أَنَّهُمْ إِلَىٰ رَبِّهِمْ رَاجِعُونَ

    და რომელნიც გასცემენ გასაცემს და მათი გულები შიშით ძრწიან, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი,

    23:60
  5. أُولَٰئِكَ يُسَارِعُونَ فِي الْخَيْرَاتِ وَهُمْ لَهَا سَابِقُونَ

    სწორედ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს სიკეთეების კეთებაში და ეგენი მეწინავენი არიან ამაში!

    23:61

თარგმანი: რეზო მიქელაძე