სურა 23 მორწმუნენი, აიათი 23 – 30
-
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ فَقَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ أَفَلَا تَتَّقُونَ
და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან. აკი, უთხრა მათ: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?“
23:23 -
فَقَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ مَا هَٰذَا إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يُرِيدُ أَنْ يَتَفَضَّلَ عَلَيْكُمْ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَأَنْزَلَ مَلَائِكَةً مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي آبَائِنَا الْأَوَّلِينَ
წარჩინებულებმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს, თქვეს: „ის ისეთივე ადამიანია, როგორებიც თქვენ ხართ. მას უნდა მხოლოდ, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. და რომ ენება ალლაჰს, უთუოდ ზეგარდმოავლენდა ანგელოზებს, ჩვენ კი ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენია.
23:24 -
إِنْ هُوَ إِلَّا رَجُلٌ بِهِ جِنَّةٌ فَتَرَبَّصُوا بِهِ حَتَّىٰ حِينٍ
ის მხოლოდ ერთი ცნობამიხდილი კაცია, ასე რომ, ადროვეთ მას დადგენილ ვადამდე!“
23:25 -
قَالَ رَبِّ انْصُرْنِي بِمَا كَذَّبُونِ
თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე მე, ცრუდ შერაცხვის წინაშე!“
23:26 -
فَأَوْحَيْنَا إِلَيْهِ أَنِ اصْنَعِ الْفُلْكَ بِأَعْيُنِنَا وَوَحْيِنَا فَإِذَا جَاءَ أَمْرُنَا وَفَارَ التَّنُّورُ ۙ فَاسْلُكْ فِيهَا مِنْ كُلٍّ زَوْجَيْنِ اثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَنْ سَبَقَ عَلَيْهِ الْقَوْلُ مِنْهُمْ ۖ وَلَا تُخَاطِبْنِي فِي الَّذِينَ ظَلَمُوا ۖ إِنَّهُمْ مُغْرَقُونَ
მაშინ ზეშთავაგონეთ მას, რომ აეგო ხომალდი ჩვენს თვალწინ, ჩვენივე ზეშთაგონებით. მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე, „დაუყოვნებლივ აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ. და არ მთხოვო იმათზე, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ, უეჭველად, დასახრჩობი არიან ეგენი!
23:27 -
فَإِذَا اسْتَوَيْتَ أَنْتَ وَمَنْ مَعَكَ عَلَى الْفُلْكِ فَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي نَجَّانَا مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
და როცა შენ და შენთან ერთად მყოფნი ჩასხდებით ხომალდში, მაშინ თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა ჩვენ უსამართლო ხალხისგან!“
23:28 -
وَقُلْ رَبِّ أَنْزِلْنِي مُنْزَلًا مُبَارَكًا وَأَنْتَ خَيْرُ الْمُنْزِلِينَ
და თქვი: „ღმერთო ჩემო! მიმიყვანე დალოცვილ ადგილამდე, შენ ხომ საუკეთესო დამსახლებელი ხარ!“
23:29 -
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ وَإِنْ كُنَّا لَمُبْتَلِينَ
უეჭველად, ამაში სასწაულია. და ჩვენ უთუოდ გამოცდას მოვუვლენთ!
23:30
თარგმანი: რეზო მიქელაძე