სურა 23 მორწმუნენი, აიათი 1 – 9
-
قَدْ أَفْلَحَ الْمُؤْمِنُونَ
უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი!
23:1 -
الَّذِينَ هُمْ فِي صَلَاتِهِمْ خَاشِعُونَ
ისინი, რომელნიც თავიანთი ლოცვაში მოკრძალებულნი არიან!
23:2 -
وَالَّذِينَ هُمْ عَنِ اللَّغْوِ مُعْرِضُونَ
და ისინი, რომელნიც პირს იბრუნებენ ფუჭსიტყვაობისგან!
23:3 -
وَالَّذِينَ هُمْ لِلزَّكَاةِ فَاعِلُونَ
და ისინი, რომელნიც ზექათის აღმსრულებელნი არიან!
23:4 -
وَالَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَافِظُونَ
და ისინი, რომელნიც თავიანთი ნამუსის დამცველნი არიან!
23:5 -
إِلَّا عَلَىٰ أَزْوَاجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ
გამოკლებით თავიანთ მეუღლეთა ან რაც მოიპოვეს თავიანთი მარჯვენათი, მაშინ უეჭველად, ეგენი არ გაიკიცხებიან ამისთვის!
23:6 -
فَمَنِ ابْتَغَىٰ وَرَاءَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْعَادُونَ
ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი ზღვარგადასულნი არიან!
23:7 -
وَالَّذِينَ هُمْ لِأَمَانَاتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَاعُونَ
და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ,
23:8 -
وَالَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَوَاتِهِمْ يُحَافِظُونَ
და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვანს იცავენ,
23:9
თარგმანი: რეზო მიქელაძე