სურა 23 მორწმუნენი, აიათი 1 – 29

  1. قَدْ أَفْلَحَ الْمُؤْمِنُونَ

    უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი!

    23:1
  2. الَّذِينَ هُمْ فِي صَلَاتِهِمْ خَاشِعُونَ

    ისინი, რომელნიც თავიანთი ლოცვაში მოკრძალებულნი არიან!

    23:2
  3. وَالَّذِينَ هُمْ عَنِ اللَّغْوِ مُعْرِضُونَ

    და ისინი, რომელნიც პირს იბრუნებენ ფუჭსიტყვაობისგან!

    23:3
  4. وَالَّذِينَ هُمْ لِلزَّكَاةِ فَاعِلُونَ

    და ისინი, რომელნიც ზექათის აღმსრულებელნი არიან!

    23:4
  5. وَالَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَافِظُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთი ნამუსის დამცველნი არიან!

    23:5
  6. إِلَّا عَلَىٰ أَزْوَاجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ

    გამოკლებით თავიანთ მეუღლეთა ან რაც მოიპოვეს თავიანთი მარჯვენათი, მაშინ უეჭველად, ეგენი არ გაიკიცხებიან ამისთვის!

    23:6
  7. فَمَنِ ابْتَغَىٰ وَرَاءَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْعَادُونَ

    ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი ზღვარგადასულნი არიან!

    23:7
  8. وَالَّذِينَ هُمْ لِأَمَانَاتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَاعُونَ

    და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ,

    23:8
  9. وَالَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَوَاتِهِمْ يُحَافِظُونَ

    და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვანს იცავენ,

    23:9
  10. أُولَٰئِكَ هُمُ الْوَارِثُونَ

    სწორედ ეგენი არიან მემკვიდრენი,

    23:10
  11. الَّذِينَ يَرِثُونَ الْفِرْدَوْسَ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    რომელნიც დაიმკვიდრებენ ფირდევსს, ეგენი იქ მარად დაჰყოფენ!

    23:11
  12. وَلَقَدْ خَلَقْنَا الْإِنْسَانَ مِنْ سُلَالَةٍ مِنْ طِينٍ

    და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი ტალახის არსისგან!

    23:12
  13. ثُمَّ جَعَلْنَاهُ نُطْفَةً فِي قَرَارٍ مَكِينٍ

    მერე იგი დავადგინეთ წვეთად საიმედო ადგილას!

    23:13
  14. ثُمَّ خَلَقْنَا النُّطْفَةَ عَلَقَةً فَخَلَقْنَا الْعَلَقَةَ مُضْغَةً فَخَلَقْنَا الْمُضْغَةَ عِظَامًا فَكَسَوْنَا الْعِظَامَ لَحْمًا ثُمَّ أَنْشَأْنَاهُ خَلْقًا آخَرَ ۚ فَتَبَارَكَ اللَّهُ أَحْسَنُ الْخَالِقِينَ

    მერე ვჰქმენით წვეთისგან სისხლის კოლტი, მერე სისხლის კოლტიდან ვქმენით ხორცის ნაჭერი, ამის შემდეგ ხორცის ნაჭრიდან ვქმენით ძვლები, მერე ძვლებს შევასხით ხორცი, მერე გამოვსახეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიადია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენია!

    23:14
  15. ثُمَّ إِنَّكُمْ بَعْدَ ذَٰلِكَ لَمَيِّتُونَ

    მერე, უეჭველად, თქვენ ამის შემდეგ მომაკვდავნი ხართ!

    23:15
  16. ثُمَّ إِنَّكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ تُبْعَثُونَ

    მერე, უეჭველად, თქვენ აღდგომის დღეს აღსდგებით!

    23:16
  17. وَلَقَدْ خَلَقْنَا فَوْقَكُمْ سَبْعَ طَرَائِقَ وَمَا كُنَّا عَنِ الْخَلْقِ غَافِلِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ თქვენს ზემოთ შვიდი გზა და ჩვენ უგულისყურო არა ვართ გაჩენილების მიმართ!

    23:17
  18. وَأَنْزَلْنَا مِنَ السَّمَاءِ مَاءً بِقَدَرٍ فَأَسْكَنَّاهُ فِي الْأَرْضِ ۖ وَإِنَّا عَلَىٰ ذَهَابٍ بِهِ لَقَادِرُونَ

    და ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი ზღვრულად და ასეთნაირად განვათავსეთ იგი მიწაზე. და უეჭველად, მისი უკან წაღებაც ხელგვეწიფება!

    23:18
  19. فَأَنْشَأْنَا لَكُمْ بِهِ جَنَّاتٍ مِنْ نَخِيلٍ وَأَعْنَابٍ لَكُمْ فِيهَا فَوَاكِهُ كَثِيرَةٌ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ

    ასეთნაირად მისით აღმოვაცენეთ თქვენთვის ფინიკის და ყურძნის ბაღები, სადაც თქვენთვის მრავლადაა ხილი და მისგან მიირთმევთ.

    23:19
  20. وَشَجَرَةً تَخْرُجُ مِنْ طُورِ سَيْنَاءَ تَنْبُتُ بِالدُّهْنِ وَصِبْغٍ لِلْآكِلِينَ

    და ხე, რომელიც სინას მთაზე იზრდება და იძლევა ზეთს და საკმაზს მჭამელთათვის.

    23:20
  21. وَإِنَّ لَكُمْ فِي الْأَنْعَامِ لَعِبْرَةً ۖ نُسْقِيكُمْ مِمَّا فِي بُطُونِهَا وَلَكُمْ فِيهَا مَنَافِعُ كَثِيرَةٌ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ

    და უეჭველად, თქვენთვის შინაური ცხოველები შეგონებაა. ჩვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია. და თქვენთვის მასშია მრავალი სარგებელი, და მისგან მიირთმევთ.

    23:21
  22. وَعَلَيْهَا وَعَلَى الْفُلْكِ تُحْمَلُونَ

    მათით და გემების მეშვეობით გადაადგილდებით.

    23:22
  23. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِ فَقَالَ يَا قَوْمِ اعْبُدُوا اللَّهَ مَا لَكُمْ مِنْ إِلَٰهٍ غَيْرُهُ ۖ أَفَلَا تَتَّقُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან. აკი, უთხრა მათ: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?“

    23:23
  24. فَقَالَ الْمَلَأُ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ قَوْمِهِ مَا هَٰذَا إِلَّا بَشَرٌ مِثْلُكُمْ يُرِيدُ أَنْ يَتَفَضَّلَ عَلَيْكُمْ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَأَنْزَلَ مَلَائِكَةً مَا سَمِعْنَا بِهَٰذَا فِي آبَائِنَا الْأَوَّلِينَ

    წარჩინებულებმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს, თქვეს: „ის ისეთივე ადამიანია, როგორებიც თქვენ ხართ. მას უნდა მხოლოდ, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. და რომ ენება ალლაჰს, უთუოდ ზეგარდმოავლენდა ანგელოზებს, ჩვენ კი ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენია.

    23:24
  25. إِنْ هُوَ إِلَّا رَجُلٌ بِهِ جِنَّةٌ فَتَرَبَّصُوا بِهِ حَتَّىٰ حِينٍ

    ის მხოლოდ ერთი ცნობამიხდილი კაცია, ასე რომ, ადროვეთ მას დადგენილ ვადამდე!“

    23:25
  26. قَالَ رَبِّ انْصُرْنِي بِمَا كَذَّبُونِ

    თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე მე, ცრუდ შერაცხვის წინაშე!“

    23:26
  27. فَأَوْحَيْنَا إِلَيْهِ أَنِ اصْنَعِ الْفُلْكَ بِأَعْيُنِنَا وَوَحْيِنَا فَإِذَا جَاءَ أَمْرُنَا وَفَارَ التَّنُّورُ ۙ فَاسْلُكْ فِيهَا مِنْ كُلٍّ زَوْجَيْنِ اثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَنْ سَبَقَ عَلَيْهِ الْقَوْلُ مِنْهُمْ ۖ وَلَا تُخَاطِبْنِي فِي الَّذِينَ ظَلَمُوا ۖ إِنَّهُمْ مُغْرَقُونَ

    მაშინ ზეშთავაგონეთ მას, რომ აეგო ხომალდი ჩვენს თვალწინ, ჩვენივე ზეშთაგონებით. მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე, „დაუყოვნებლივ აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ. და არ მთხოვო იმათზე, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ, უეჭველად, დასახრჩობი არიან ეგენი!

    23:27
  28. فَإِذَا اسْتَوَيْتَ أَنْتَ وَمَنْ مَعَكَ عَلَى الْفُلْكِ فَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي نَجَّانَا مِنَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    და როცა შენ და შენთან ერთად მყოფნი ჩასხდებით ხომალდში, მაშინ თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა ჩვენ უსამართლო ხალხისგან!“

    23:28
  29. وَقُلْ رَبِّ أَنْزِلْنِي مُنْزَلًا مُبَارَكًا وَأَنْتَ خَيْرُ الْمُنْزِلِينَ

    და თქვი: „ღმერთო ჩემო! მიმიყვანე დალოცვილ ადგილამდე, შენ ხომ საუკეთესო დამსახლებელი ხარ!“

    23:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე