სურა 22 ჰაჯი, აიათი 26 – 33

  1. وَإِذْ بَوَّأْنَا لِإِبْرَاهِيمَ مَكَانَ الْبَيْتِ أَنْ لَا تُشْرِكْ بِي شَيْئًا وَطَهِّرْ بَيْتِيَ لِلطَّائِفِينَ وَالْقَائِمِينَ وَالرُّكَّعِ السُّجُودِ

    აი, მივუთითეთ იბრაჰიმს ადგილი სახლისა (ქააბა): არ გამიხადო არავინ მოზიარედ და წმინდად შეინახე ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარს შემოუვლის: ფეხზე მდგომი, წელშიმოხრილი თუ სეჯდეს აღმსრულებელი!

    22:26
  2. وَأَذِّنْ فِي النَّاسِ بِالْحَجِّ يَأْتُوكَ رِجَالًا وَعَلَىٰ كُلِّ ضَامِرٍ يَأْتِينَ مِنْ كُلِّ فَجٍّ عَمِيقٍ

    აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ და მოვლენ ისინი შენთან ფეხით და ჩქარმავალი აქლემებით ქვეყნის შორეული მხარეებიდანაც!

    22:27
  3. لِيَشْهَدُوا مَنَافِعَ لَهُمْ وَيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ فِي أَيَّامٍ مَعْلُومَاتٍ عَلَىٰ مَا رَزَقَهُمْ مِنْ بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۖ فَكُلُوا مِنْهَا وَأَطْعِمُوا الْبَائِسَ الْفَقِيرَ

    დაე, დაამოწმონ მათ ის, რასაც სარგებელი მოაქვს მათთვის და ახსენონ ალლაჰის სახელი პირუტყვზე დანიშნულ დღეს, რომელიც მან სარჩოდ უბოძა. ჭამეთ მისგან და უწყალობეთ გაჭირვებულ ღატაკებს!

    22:28
  4. ثُمَّ لْيَقْضُوا تَفَثَهُمْ وَلْيُوفُوا نُذُورَهُمْ وَلْيَطَّوَّفُوا بِالْبَيْتِ الْعَتِيقِ

    მერე კი დაიცვან თავიანთი წესები, აღასრულონ აღთქმა და შემოუარონ უპირველეს სახლს (ქააბას)!

    22:29
  5. ذَٰلِكَ وَمَنْ يُعَظِّمْ حُرُمَاتِ اللَّهِ فَهُوَ خَيْرٌ لَهُ عِنْدَ رَبِّهِ ۗ وَأُحِلَّتْ لَكُمُ الْأَنْعَامُ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ ۖ فَاجْتَنِبُوا الرِّجْسَ مِنَ الْأَوْثَانِ وَاجْتَنِبُوا قَوْلَ الزُّورِ

    აი ასე! ვინც განადიდებს ალლაჰის სიწმინდეებს, ის თავის სასიკეთოდ იქმს თავისი უფლის წინაშე. თქვენთვის ნებადართულია საქონელი, იმის გამოკლებით, რაც გეკითხებათ. მოერიდეთ კერპების სიბილწეს და მოერიდეთ ცრუ სიტყვებს!

    22:30
  6. حُنَفَاءَ لِلَّهِ غَيْرَ مُشْرِكِينَ بِهِ ۚ وَمَنْ يُشْرِكْ بِاللَّهِ فَكَأَنَّمَا خَرَّ مِنَ السَّمَاءِ فَتَخْطَفُهُ الطَّيْرُ أَوْ تَهْوِي بِهِ الرِّيحُ فِي مَكَانٍ سَحِيقٍ

    დარჩით ერთმორწმუნედ და არ გაუხადოთ მას თანაზიარი. და ის, ვინც თანაზიარს უქმნის ალლაჰს, შეიქმნება ციდან დანარცხებულის მსგავსი, რომელსაც ჩიტები წარიტაცებენ, ან შორეთში ქარწაღებულის მსგავსი!

    22:31
  7. ذَٰلِكَ وَمَنْ يُعَظِّمْ شَعَائِرَ اللَّهِ فَإِنَّهَا مِنْ تَقْوَى الْقُلُوبِ

    აი ასე! და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა.

    22:32
  8. لَكُمْ فِيهَا مَنَافِعُ إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى ثُمَّ مَحِلُّهَا إِلَى الْبَيْتِ الْعَتِيقِ

    მათ (შესაწირ პირუტყვს) სარგებელი მოაქვთ განსაზღვრულ ვადამდე და მათი მსხვერპლად შეწირვის ადგილია უპირველესი სახლი!

    22:33

თარგმანი: რეზო მიქელაძე