სურა 22 ჰაჯი, აიათი 11 – 22
-
وَمِنَ النَّاسِ مَنْ يَعْبُدُ اللَّهَ عَلَىٰ حَرْفٍ ۖ فَإِنْ أَصَابَهُ خَيْرٌ اطْمَأَنَّ بِهِ ۖ وَإِنْ أَصَابَتْهُ فِتْنَةٌ انْقَلَبَ عَلَىٰ وَجْهِهِ خَسِرَ الدُّنْيَا وَالْآخِرَةَ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ
ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეთაყვანებიან ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ. თუ სიკეთე ეწიათ, თავს მშვიდად გრძნობენ და თუ განსაცდელი ეწიათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. სწორედ ეს არის ცხადი წარწყმედა!
22:11 -
يَدْعُو مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُ وَمَا لَا يَنْفَعُهُ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الضَّلَالُ الْبَعِيدُ
ალლაჰის გარდა უხმობენ ისინი იმას, რასაც არც ზიანი მოაქვს მათთვის და არც სარგებელი. უეჭველად, ეს არის ღრმა გზააბნევა!
22:12 -
يَدْعُو لَمَنْ ضَرُّهُ أَقْرَبُ مِنْ نَفْعِهِ ۚ لَبِئْسَ الْمَوْلَىٰ وَلَبِئْسَ الْعَشِيرُ
მოუხმობენ იმას, ვისაც ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლის. უვარგისია ასეთი პატრონი! უვარგისია ასეთი საპატრონოც!
22:13 -
إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۚ إِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ალლაჰი შეიყვანს სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. უეჭველად, ალლაჰი იქმს იმას, ინებებს რასაც!
22:14 -
مَنْ كَانَ يَظُنُّ أَنْ لَنْ يَنْصُرَهُ اللَّهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ فَلْيَمْدُدْ بِسَبَبٍ إِلَى السَّمَاءِ ثُمَّ لْيَقْطَعْ فَلْيَنْظُرْ هَلْ يُذْهِبَنَّ كَيْدُهُ مَا يَغِيظُ
ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი არ შეეწევა (მუჰამმედს) სააქაოსა და საიქიოში, მიაბას ზეცას თოკი, მერე კი გადაჭრას ის და ნახოს გააბათილებს ის ხრიკი იმას თუ ვერა, რამაც გამოიწვია რისხვა.
22:15 -
وَكَذَٰلِكَ أَنْزَلْنَاهُ آيَاتٍ بَيِّنَاتٍ وَأَنَّ اللَّهَ يَهْدِي مَنْ يُرِيدُ
ამგვარად, ზეგარდმოვავლინეთ იგი (ყურანი) აიათები განმარტებებით, და უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ინებებს ვისაც!
22:16 -
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَادُوا وَالصَّابِئِينَ وَالنَّصَارَىٰ وَالْمَجُوسَ وَالَّذِينَ أَشْرَكُوا إِنَّ اللَّهَ يَفْصِلُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და იუდეველებს, საბიელებს, ქრისტიანებს, ცეცხლთაყვანისმცემელებს, კერპთაყვანისცემლებს, ალლაჰი განაცალკევებს მათ შორის არსებულს აღდგომის დღეს. უეჭველად, ალლაჰი უწყის ყველაფერს!
22:17 -
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يَسْجُدُ لَهُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَمَنْ فِي الْأَرْضِ وَالشَّمْسُ وَالْقَمَرُ وَالنُّجُومُ وَالْجِبَالُ وَالشَّجَرُ وَالدَّوَابُّ وَكَثِيرٌ مِنَ النَّاسِ ۖ وَكَثِيرٌ حَقَّ عَلَيْهِ الْعَذَابُ ۗ وَمَنْ يُهِنِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ مُكْرِمٍ ۚ إِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يَشَاءُ ۩
ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ხეები, ცხოველები, ხალხი. ხოლო მრავალი მათგანი სასჯელის ღირსია. არავინ მიაგებს პატივს იმას, ვისაც ალლაჰი დაამცირებს. უეჭველად, ალლაჰი იქმს იმას, ინებებს რასაც!
22:18 -
هَٰذَانِ خَصْمَانِ اخْتَصَمُوا فِي رَبِّهِمْ ۖ فَالَّذِينَ كَفَرُوا قُطِّعَتْ لَهُمْ ثِيَابٌ مِنْ نَارٍ يُصَبُّ مِنْ فَوْقِ رُءُوسِهِمُ الْحَمِيمُ
აი, ორი მოკამათე გუნდი, რომლებიც დაობდნენ თავიანთი უფლის თაობაზე. მათთვის ვინც არ ირწმუნა, ცეცხლისგან გამოუჭრიან სამოსს, თავზე კი მდუღარეს დაასხამენ!
22:19 -
يُصْهَرُ بِهِ مَا فِي بُطُونِهِمْ وَالْجُلُودُ
მისით დაიფუფქება მათი შიგნეული და კანი!
22:20 -
وَلَهُمْ مَقَامِعُ مِنْ حَدِيدٍ
მათთვისაა გამზადებული რკინის კეტები!
22:21 -
كُلَّمَا أَرَادُوا أَنْ يَخْرُجُوا مِنْهَا مِنْ غَمٍّ أُعِيدُوا فِيهَا وَذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ
ყოველთვის, როცა მოინდომებენ იქიდან თავის დაღწევას და ტანჯვისგან დასხლტომას, უკან მიაბრუნებენ. იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა!
22:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე