სურა 20 ტაჰა, აიათი 90 – 104

  1. وَلَقَدْ قَالَ لَهُمْ هَارُونُ مِنْ قَبْلُ يَا قَوْمِ إِنَّمَا فُتِنْتُمْ بِهِ ۖ وَإِنَّ رَبَّكُمُ الرَّحْمَٰنُ فَاتَّبِعُونِي وَأَطِيعُوا أَمْرِي

    და ვფიცავ, უთხრა მათ ჰარუნმა მანამდე: „ხალხო ჩემო! თქვენ ამით მხოლოდ გამოიცადეთ. და უეჭველად, თქვენი ღმერთი მოწყალეა. მაშ, მე გამომყევით და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას!“

    20:90
  2. قَالُوا لَنْ نَبْرَحَ عَلَيْهِ عَاكِفِينَ حَتَّىٰ يَرْجِعَ إِلَيْنَا مُوسَىٰ

    მიუგეს: „არ მოვიშლით მის თაყვანისცემას, სანამ მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან!“

    20:91
  3. قَالَ يَا هَارُونُ مَا مَنَعَكَ إِذْ رَأَيْتَهُمْ ضَلُّوا

    უთხრა: „ჰეი, ჰარუნ! როცა ნახე, რომ გზას აცდენენ მათ, რამ შეგიშალა ხელი?

    20:92
  4. أَلَّا تَتَّبِعَنِ ۖ أَفَعَصَيْتَ أَمْرِي

    რატომ მე არ მომყევი? ნუთუ აღუდექი ჩემს საქმეს?“

    20:93
  5. قَالَ يَا ابْنَ أُمَّ لَا تَأْخُذْ بِلِحْيَتِي وَلَا بِرَأْسِي ۖ إِنِّي خَشِيتُ أَنْ تَقُولَ فَرَّقْتَ بَيْنَ بَنِي إِسْرَائِيلَ وَلَمْ تَرْقُبْ قَوْلِي

    მიუგო: „ჰეი, დედაჩემის ძეო! ნუ მწვდები წვერში და თავზე. უეჭველად, მე შემეშინდა, რომ მეტყოდი: შენ განხეთქილება ჩამოაგდე ისრაილის ძეთა შორის და არ შეასრულე ჩემი სიტყვაო!“

    20:94
  6. قَالَ فَمَا خَطْبُكَ يَا سَامِرِيُّ

    ჰკითხა: „მაშ, შენ რაღა თქვი, ჰეი სამირ?“

    20:95
  7. قَالَ بَصُرْتُ بِمَا لَمْ يَبْصُرُوا بِهِ فَقَبَضْتُ قَبْضَةً مِنْ أَثَرِ الرَّسُولِ فَنَبَذْتُهَا وَكَذَٰلِكَ سَوَّلَتْ لِي نَفْسِي

    მიუგო: „მე დავინახე ის, რასაც ესენი ვერ ხედავენ. მაშინ ავიღე ერთი მუჭა შუამავლის ნაკვალევიდან, მერე იგი ჩავყარე. აი, ასე დამიმშვენა ჩემმა სულმა.“

    20:96
  8. قَالَ فَاذْهَبْ فَإِنَّ لَكَ فِي الْحَيَاةِ أَنْ تَقُولَ لَا مِسَاسَ ۖ وَإِنَّ لَكَ مَوْعِدًا لَنْ تُخْلَفَهُ ۖ وَانْظُرْ إِلَىٰ إِلَٰهِكَ الَّذِي ظَلْتَ عَلَيْهِ عَاكِفًا ۖ لَنُحَرِّقَنَّهُ ثُمَّ لَنَنْسِفَنَّهُ فِي الْيَمِّ نَسْفًا

    უთხრა: „მაშ, გამეცალე! უეჭველად, შენ სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ის გექნება სათქმელი: „არ მომეკაროთ!“ და უეჭველად, შენთვისაა აღთქმა, რომელსაც ვერ გაექცევი. და გაიხედე შენი ღვთაებისკენ, რომელზეც მიჯაჭვული იყავი. უთუოდ, ჩვენ დავწვავთ მას. მერე უთუოდ მას ვაქცევთ ფერფლად და ზღვაში მოვისვრით!

    20:97
  9. إِنَّمَا إِلَٰهُكُمُ اللَّهُ الَّذِي لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۚ وَسِعَ كُلَّ شَيْءٍ عِلْمًا

    თქვენი ღვთაება მხოლოდ ალლაჰია, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. მას ცოდნით ყველაფერი დაუფარავს!

    20:98
  10. كَذَٰلِكَ نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنْبَاءِ مَا قَدْ سَبَقَ ۚ وَقَدْ آتَيْنَاكَ مِنْ لَدُنَّا ذِكْرًا

    აი, ასე მოგითხრობთ იმ ამბებთაგან, რომელნიც უწინ მოხდა. და შენ უკვე გიბოძეთ ჩვენგან წიგნი!

    20:99
  11. مَنْ أَعْرَضَ عَنْهُ فَإِنَّهُ يَحْمِلُ يَوْمَ الْقِيَامَةِ وِزْرًا

    ვინც პირს იბრუნებს მისგან, მაშინ უეჭველად, იგი აღდგომის დღეს მძიმე ტვირთს იტვირთავს!

    20:100
  12. خَالِدِينَ فِيهِ ۖ وَسَاءَ لَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ حِمْلًا

    ისინი მარადიულად მის ქვეშ დარჩებიან, მათთვის რაოდენ ცუდი ტვირთია აღდგომის დღეს!

    20:101
  13. يَوْمَ يُنْفَخُ فِي الصُّورِ ۚ وَنَحْشُرُ الْمُجْرِمِينَ يَوْمَئِذٍ زُرْقًا

    იმ დღეს ჩაიბერება საყვირში და იმავე დღეს შევკრებთ ცოდვილებს დაბრმავებულთ!

    20:102
  14. يَتَخَافَتُونَ بَيْنَهُمْ إِنْ لَبِثْتُمْ إِلَّا عَشْرًا

    გადასჩურჩულებენ ერთმანეთს: „მხოლოდ ათიოდე დღე დავჰყავით!“

    20:103
  15. نَحْنُ أَعْلَمُ بِمَا يَقُولُونَ إِذْ يَقُولُ أَمْثَلُهُمْ طَرِيقَةً إِنْ لَبِثْتُمْ إِلَّا يَوْمًا

    ჩვენ უკეთ ვუწყით რასაც ამბობენ. მათგან ყველაზე სამართლიანი მსწრაფველი იტყვის: „მხოლოდ ერთიოდე დღე დავჰყავით.“

    20:104

თარგმანი: რეზო მიქელაძე