სურა 20 ტაჰა, აიათი 85 – 91

  1. قَالَ فَإِنَّا قَدْ فَتَنَّا قَوْمَكَ مِنْ بَعْدِكَ وَأَضَلَّهُمُ السَّامِرِيُّ

    უთხრა: „უეჭველად, ჩვენ გამოვცადეთ შენი ხალხი შენს შემდეგ და სამირმა აცდუნა ისინი.

    20:85
  2. فَرَجَعَ مُوسَىٰ إِلَىٰ قَوْمِهِ غَضْبَانَ أَسِفًا ۚ قَالَ يَا قَوْمِ أَلَمْ يَعِدْكُمْ رَبُّكُمْ وَعْدًا حَسَنًا ۚ أَفَطَالَ عَلَيْكُمُ الْعَهْدُ أَمْ أَرَدْتُمْ أَنْ يَحِلَّ عَلَيْكُمْ غَضَبٌ مِنْ رَبِّكُمْ فَأَخْلَفْتُمْ مَوْعِدِي

    მაშინ მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული, დამწუხრებული და უთხრა: „ხალხო ჩემო! განა არ აღუთქვამს თქვენს ღმერთს საუკეთესო აღთქმა? ამის მიუხედავად, ნუთუ აღთქმის ვადა ხანგძლივი გეჩვენათ? ნუთუ მოგინდათ იწვნიოთ თქვენი ღმერთის რისხვა, ამიტომ გატეხეთ ჩემთან დადებული აღთქმა?“

    20:86
  3. قَالُوا مَا أَخْلَفْنَا مَوْعِدَكَ بِمَلْكِنَا وَلَٰكِنَّا حُمِّلْنَا أَوْزَارًا مِنْ زِينَةِ الْقَوْمِ فَقَذَفْنَاهَا فَكَذَٰلِكَ أَلْقَى السَّامِرِيُّ

    მიუგეს: „არ დაგვირღვევია შენთვის მოცემული აღთქმა ჩვენი ნებით. მაგრამ იმ ხალხის დიდძალი სამშვენისებით დახუნძლული ვიყავით, ამიტომაც ჩავყარეთ ისინი ცეცხლში. მერე ასევე ჩაყარა სამირმაც.“

    20:87
  4. فَأَخْرَجَ لَهُمْ عِجْلًا جَسَدًا لَهُ خُوَارٌ فَقَالُوا هَٰذَا إِلَٰهُكُمْ وَإِلَٰهُ مُوسَىٰ فَنَسِيَ

    ამგვარად გამოძერწა მათთვის ბღავანა ხბოს ქანდაკება, მაშინ უთხრეს: „ეს თქვენი ღვთაებაა და ღვთაება მუსასი, მაგრამ მას დაავიწყდა!“

    20:88
  5. أَفَلَا يَرَوْنَ أَلَّا يَرْجِعُ إِلَيْهِمْ قَوْلًا وَلَا يَمْلِكُ لَهُمْ ضَرًّا وَلَا نَفْعًا

    ნუთუ ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, რომ პასუხსაც ვერ სცემდა იგი და არ შესწევდა უნარი მათთვის არც ზიანის მიყენების და არც სიკეთის მოტანის?

    20:89
  6. وَلَقَدْ قَالَ لَهُمْ هَارُونُ مِنْ قَبْلُ يَا قَوْمِ إِنَّمَا فُتِنْتُمْ بِهِ ۖ وَإِنَّ رَبَّكُمُ الرَّحْمَٰنُ فَاتَّبِعُونِي وَأَطِيعُوا أَمْرِي

    და ვფიცავ, უთხრა მათ ჰარუნმა მანამდე: „ხალხო ჩემო! თქვენ ამით მხოლოდ გამოიცადეთ. და უეჭველად, თქვენი ღმერთი მოწყალეა. მაშ, მე გამომყევით და დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას!“

    20:90
  7. قَالُوا لَنْ نَبْرَحَ عَلَيْهِ عَاكِفِينَ حَتَّىٰ يَرْجِعَ إِلَيْنَا مُوسَىٰ

    მიუგეს: „არ მოვიშლით მის თაყვანისცემას, სანამ მუსა არ დაბრუნდება ჩვენთან!“

    20:91

თარგმანი: რეზო მიქელაძე