სურა 20 ტაჰა, აიათი 17 – 23
-
وَمَا تِلْكَ بِيَمِينِكَ يَا مُوسَىٰ
რა გაქვს მარჯვენა ხელში, ჰეი მუსა?“
20:17 -
قَالَ هِيَ عَصَايَ أَتَوَكَّأُ عَلَيْهَا وَأَهُشُّ بِهَا عَلَىٰ غَنَمِي وَلِيَ فِيهَا مَآرِبُ أُخْرَىٰ
მიუგო: „იგი ჩემი კვერთხია. მას ვეყრდნობი და მისით ხის ფოთლებს ვბერტყავ ჩემი ცხვრებისთვის. სხვა გამოყენებასაც ვპოულობ მისთვის.“
20:18 -
قَالَ أَلْقِهَا يَا مُوسَىٰ
უთხრა: „ჰეი, მუსა! დააგდე ეგ!“
20:19 -
فَأَلْقَاهَا فَإِذَا هِيَ حَيَّةٌ تَسْعَىٰ
დააგდო იგი, უმალვე გარდაიქცა იგი სწრაფმოძრავ გველად.
20:20 -
قَالَ خُذْهَا وَلَا تَخَفْ ۖ سَنُعِيدُهَا سِيرَتَهَا الْأُولَىٰ
უთხრა: „აიღე იგი, ნუ გეშინია, თავდაპირველ სახეს დავუბრუნებთ მას.
20:21 -
وَاضْمُمْ يَدَكَ إِلَىٰ جَنَاحِكَ تَخْرُجْ بَيْضَاءَ مِنْ غَيْرِ سُوءٍ آيَةً أُخْرَىٰ
და ჩაიდე შენი ხელი უბეში, ამოვა იგი სპეტაკი თეთრი, კიდევ ერთ სასწაულად,
20:22 -
لِنُرِيَكَ مِنْ آيَاتِنَا الْكُبْرَى
რათა გაჩვენოთ შენ უდიდეს ჩვენს სასწაულთაგან ერთ-ერთი!
20:23
თარგმანი: რეზო მიქელაძე