სურა 20 ტაჰა, აიათი 116 – 128

  1. وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ أَبَىٰ

    და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს გარდა იბლისისა, მან უარი განაცხადა.

    20:116
  2. فَقُلْنَا يَا آدَمُ إِنَّ هَٰذَا عَدُوٌّ لَكَ وَلِزَوْجِكَ فَلَا يُخْرِجَنَّكُمَا مِنَ الْجَنَّةِ فَتَشْقَىٰ

    მაშინ ვუთხარით: „ჰეი, ადამ! უეჭველად, ეს მტერია შენი და შენი ცოლის. არ გაგაძეოთ სამოთხიდან, თორემ შეიქმნები უბედური!

    20:117
  3. إِنَّ لَكَ أَلَّا تَجُوعَ فِيهَا وَلَا تَعْرَىٰ

    უეჭველად, შენთვის იქ არ იქნება შიმშილი და არც სიშიშვლე!

    20:118
  4. وَأَنَّكَ لَا تَظْمَأُ فِيهَا وَلَا تَضْحَىٰ

    და უეჭველად, შენ იქ არც წყურვილი შეგაწუხებს და არც მზის სიცხე!“

    20:119
  5. فَوَسْوَسَ إِلَيْهِ الشَّيْطَانُ قَالَ يَا آدَمُ هَلْ أَدُلُّكَ عَلَىٰ شَجَرَةِ الْخُلْدِ وَمُلْكٍ لَا يَبْلَىٰ

    მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მას, უთხრა: „ჰეი, ადამ! გინდა გაჩვენო ხე მარადისობისა და მეუფება მარადიული?“

    20:120
  6. فَأَكَلَا مِنْهَا فَبَدَتْ لَهُمَا سَوْآتُهُمَا وَطَفِقَا يَخْصِفَانِ عَلَيْهِمَا مِنْ وَرَقِ الْجَنَّةِ ۚ وَعَصَىٰ آدَمُ رَبَّهُ فَغَوَىٰ

    ორივემ შეჭამა მისგან, მაშინ ცხადი იქმნა მათი სასირცხო ადგილები. დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიფარება სხეულზე. და ადამი ეურჩა თავის ღმერთს და გზა აებნა.

    20:121
  7. ثُمَّ اجْتَبَاهُ رَبُّهُ فَتَابَ عَلَيْهِ وَهَدَىٰ

    მერე გამორჩეული ჰქმნა იგი თავისმა ღმერთმა, შეუნდო და სწორ გზაზე დაადგინა!

    20:122
  8. قَالَ اهْبِطَا مِنْهَا جَمِيعًا ۖ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ ۖ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ مِنِّي هُدًى فَمَنِ اتَّبَعَ هُدَايَ فَلَا يَضِلُّ وَلَا يَشْقَىٰ

    უთხრა: „დაეშვით აქედან ყველამ, მტრებად მოქცეული ერთმანეთისთვის! ამის შემდეგ ჩემგან თქვენ უთუოდ ჭეშმარიტი გზა გებოძებათ. მაშინ ვინც მიყვება ჩემს ჭეშმარიტ გზას, იგი არ ჩავარდება ცდომილებაში და არ შეიქმნება უბედური!

    20:123
  9. وَمَنْ أَعْرَضَ عَنْ ذِكْرِي فَإِنَّ لَهُ مَعِيشَةً ضَنْكًا وَنَحْشُرُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ أَعْمَىٰ

    ხოლო ვინც ჩემს შეხსენებას სახეს შეაქცევს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცხოვრებაა მტანჯველი და აღვადგენთ მას აღდგომის დღეს ბრმად.

    20:124
  10. قَالَ رَبِّ لِمَ حَشَرْتَنِي أَعْمَىٰ وَقَدْ كُنْتُ بَصِيرًا

    ჰკითხავს: „ღმერთო ჩემო! რატომ აღმადგინე ბრმად, მე ხომ ადრე მხედველი ვიყავი?“

    20:125
  11. قَالَ كَذَٰلِكَ أَتَتْكَ آيَاتُنَا فَنَسِيتَهَا ۖ وَكَذَٰلِكَ الْيَوْمَ تُنْسَىٰ

    უპასუხებს: „აი, ასე! შენთან მოვიდა ჩვენი აიათები, მაგრამ შენ ისინი დაივიწყე. ამიტომაც დღეს თავად იქნები დავიწყებული!“

    20:126
  12. وَكَذَٰلِكَ نَجْزِي مَنْ أَسْرَفَ وَلَمْ يُؤْمِنْ بِآيَاتِ رَبِّهِ ۚ وَلَعَذَابُ الْآخِرَةِ أَشَدُّ وَأَبْقَىٰ

    და აი ასე მივუზღავთ, ვინც ზღვარს გავიდა და არ ირწმუნა თავისი ღმერთის აიათები. ხოლო იმქვეყნიური სასჯელი უფრო მძიმეა და მუდმივია!

    20:127
  13. أَفَلَمْ يَهْدِ لَهُمْ كَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُمْ مِنَ الْقُرُونِ يَمْشُونَ فِي مَسَاكِنِهِمْ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِأُولِي النُّهَىٰ

    ნუთუ ჯერ არ დამდგარან სწორ გზაზე, მიუხედავად იმისა, მაგათ უწინ რამდენი თაობა გავანადგურეთ, რომელთა საცხოვრებლებზეც დადიან? უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერთათვის!

    20:128

თარგმანი: რეზო მიქელაძე