სურა 20 ტაჰა, აიათი 11 – 15

  1. فَلَمَّا أَتَاهَا نُودِيَ يَا مُوسَىٰ

    როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: „ჰეი, მუსა!

    20:11
  2. إِنِّي أَنَا رَبُّكَ فَاخْلَعْ نَعْلَيْكَ ۖ إِنَّكَ بِالْوَادِ الْمُقَدَّسِ طُوًى

    უეჭველად, მე ვარ შენი ღმერთი. მაშ, გაიხადე ფეხსაცმელები! უეჭველად, შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში.

    20:12
  3. وَأَنَا اخْتَرْتُكَ فَاسْتَمِعْ لِمَا يُوحَىٰ

    და მე შენ აგირჩიე, ამიტომაც ყურად იღე ის, რაც ზეშთაგეგონება!

    20:13
  4. إِنَّنِي أَنَا اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاعْبُدْنِي وَأَقِمِ الصَّلَاةَ لِذِكْرِي

    უეჭველად, მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა ჩემი. მაშ, მხოლოდ მე მეცი თაყვანი და ლოცვად დადექი ჩემი გახსენებისათვის!

    20:14
  5. إِنَّ السَّاعَةَ آتِيَةٌ أَكَادُ أُخْفِيهَا لِتُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍ بِمَا تَسْعَىٰ

    უეჭველად, იგი საათი (ქვეყნიერების აღსასრული) დადგება. ლამისაა დავმალო იგი, რამეთუ უნდა მიეგოს ყველა სულს საზღაური, რისკენაც ისწრაფოდა!

    20:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე