სურა 20 ტაჰა, აიათი 105 – 115

  1. وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الْجِبَالِ فَقُلْ يَنْسِفُهَا رَبِّي نَسْفًا

    და გეკითხებიან შენ მთის შესახებ, მაშ უპასუხე: „ჩემი ღმერთი ჰაერში აიტაცებს მას ფრიალით!“

    20:105
  2. فَيَذَرُهَا قَاعًا صَفْصَفًا

    ამგვარად მას ჰქმნის მოსწორებულს, მოლიპულს,

    20:106
  3. لَا تَرَىٰ فِيهَا عِوَجًا وَلَا أَمْتًا

    ვერ დაინახავ შენ იქ ვერც ჩაღრმავებულს, და ვერც ამაღლებულს.

    20:107
  4. يَوْمَئِذٍ يَتَّبِعُونَ الدَّاعِيَ لَا عِوَجَ لَهُ ۖ وَخَشَعَتِ الْأَصْوَاتُ لِلرَّحْمَٰنِ فَلَا تَسْمَعُ إِلَّا هَمْسًا

    იმ დღეს გაჰყვებიან ისინი მხმობელს და თავს ვერ დაიძვრენენ ამისგან. და გაიკმინდება ხმები მოწყალის წინაშე, მაშინ ვეღარაფერს გაიგონებ, თუ არა ჩურჩულს!

    20:108
  5. يَوْمَئِذٍ لَا تَنْفَعُ الشَّفَاعَةُ إِلَّا مَنْ أَذِنَ لَهُ الرَّحْمَٰنُ وَرَضِيَ لَهُ قَوْلًا

    იმ დღეს არ წაადგება შუამდგომლობა არავის, გარდა ვისაც ნებას დართავს მოწყალე და ვისი სიტყვითაც კმაყოფილი იქნება!

    20:109
  6. يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلَا يُحِيطُونَ بِهِ عِلْمًا

    უწყის მათ მომავალს და მათ წარსულში არსებულს, მაგრამ ვერ ჩასწვდებიან ამას ცოდნით!

    20:110
  7. وَعَنَتِ الْوُجُوهُ لِلْحَيِّ الْقَيُّومِ ۖ وَقَدْ خَابَ مَنْ حَمَلَ ظُلْمًا

    ყველა სახე დაიხრება უკვდავის, მარადისის წინაშე და წარწყმედილნი იქნებიან, ვინც უსამართლობის ტვირთი იტვირთა!

    20:111
  8. وَمَنْ يَعْمَلْ مِنَ الصَّالِحَاتِ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَا يَخَافُ ظُلْمًا وَلَا هَضْمًا

    ხოლო ვინც იქმს სიკეთეებს და ამავე დროს მორწმუნეა, არც ტანჯვისგან შეშინდეს და არც გაღარიბებისგან!

    20:112
  9. وَكَذَٰلِكَ أَنْزَلْنَاهُ قُرْآنًا عَرَبِيًّا وَصَرَّفْنَا فِيهِ مِنَ الْوَعِيدِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ أَوْ يُحْدِثُ لَهُمْ ذِكْرًا

    და ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი ყურანი არაბულ ენაზე და ზედმიწევნით განვუმარტეთ მასში ჩვენი აღთქმულთაგანი, ეგების გონებისთვის მოეხმოთ ან გაფრთხილებულიყვნენ!

    20:113
  10. فَتَعَالَى اللَّهُ الْمَلِكُ الْحَقُّ ۗ وَلَا تَعْجَلْ بِالْقُرْآنِ مِنْ قَبْلِ أَنْ يُقْضَىٰ إِلَيْكَ وَحْيُهُ ۖ وَقُلْ رَبِّ زِدْنِي عِلْمًا

    ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! ნუ იჩქარებ ყურანის კითხვას (აიათის), სანამ არ დასრულდება შენთვის მისი ზეშთაგონება და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა!“

    20:114
  11. وَلَقَدْ عَهِدْنَا إِلَىٰ آدَمَ مِنْ قَبْلُ فَنَسِيَ وَلَمْ نَجِدْ لَهُ عَزْمًا

    და ვფიცავ, მანამდე ვუბრძანეთ ადამს, მაგრამ დაივიწყა მან და ვერ ვჰპოვეთ იგი მტკიცე!

    20:115

თარგმანი: რეზო მიქელაძე