სურა 20 ტაჰა, აიათი 1 – 8

  1. طه

    ტა. ჰა.

    20:1
  2. مَا أَنْزَلْنَا عَلَيْكَ الْقُرْآنَ لِتَشْقَىٰ

    არ გარდმოგვივლენია შენზე ყურანი იმისთვის, რომ სირთულეში ჩავარდე,

    20:2
  3. إِلَّا تَذْكِرَةً لِمَنْ يَخْشَىٰ

    არამედ მხოლოდ შეგონებად მათთვის, ვისაც ეშინია.

    20:3
  4. تَنْزِيلًا مِمَّنْ خَلَقَ الْأَرْضَ وَالسَّمَاوَاتِ الْعُلَى

    ზეგარდმოვლენილია იმისგან, ვინც გააჩინა მიწა და ცანი მაღალნი.

    20:4
  5. الرَّحْمَٰنُ عَلَى الْعَرْشِ اسْتَوَىٰ

    მოწყალემ მესვეურობა ზემო აღმართა!

    20:5
  6. لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا وَمَا تَحْتَ الثَّرَىٰ

    მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და მიწასა ზედა და ისიც, რაც მათ შორისაა, და ისიც, რაც ნიადაგს ქვეშაა!

    20:6
  7. وَإِنْ تَجْهَرْ بِالْقَوْلِ فَإِنَّهُ يَعْلَمُ السِّرَّ وَأَخْفَى

    და შენ სიტყვაც რომ განაცხადო, უეჭველად, იგი უწყის საიდუმლოსაც და დაფარულსაც!

    20:7
  8. اللَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ لَهُ الْأَسْمَاءُ الْحُسْنَىٰ

    არ არის ღვთაება, გარდა მისი - ალლაჰისა! მას ეკუთვნის ყველაზე მშვენიერი სახელები!

    20:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე