სურა 18 ქეჰფი, აიათი 93 – 97

  1. حَتَّىٰ إِذَا بَلَغَ بَيْنَ السَّدَّيْنِ وَجَدَ مِنْ دُونِهِمَا قَوْمًا لَا يَكَادُونَ يَفْقَهُونَ قَوْلًا

    როცა მიაღწია ორ მთას შორის, დაინახა ხალხი, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ნათქვამი.

    18:93
  2. قَالُوا يَا ذَا الْقَرْنَيْنِ إِنَّ يَأْجُوجَ وَمَأْجُوجَ مُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ فَهَلْ نَجْعَلُ لَكَ خَرْجًا عَلَىٰ أَنْ تَجْعَلَ بَيْنَنَا وَبَيْنَهُمْ سَدًّا

    უთხრეს: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! იეჯუჯი და მეჯუჯი ავრცელებენ ქვეყანაზე სიავეს. იქნებ შეგვეგროვებინა შენთვის გადასახადი, რათა აღმართო ზღუდე ჩვენსა და მათ შორის?“

    18:94
  3. قَالَ مَا مَكَّنِّي فِيهِ رَبِّي خَيْرٌ فَأَعِينُونِي بِقُوَّةٍ أَجْعَلْ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ رَدْمًا

    უთხრა: „რითაც ჩემმა უფალმა განმამტკიცა, უფრო უკეთესია ჩემთვის თქვენ მოცემულ გადასახადზე. მაშ, ძალით შემეწიეთ და აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს!

    18:95
  4. آتُونِي زُبَرَ الْحَدِيدِ ۖ حَتَّىٰ إِذَا سَاوَىٰ بَيْنَ الصَّدَفَيْنِ قَالَ انْفُخُوا ۖ حَتَّىٰ إِذَا جَعَلَهُ نَارًا قَالَ آتُونِي أُفْرِغْ عَلَيْهِ قِطْرًا

    მომიტანეთ რკინის ნაჭრები. „როცა მიაღწევს ორ მთას შორის სიმაღლეს, საბერვლით შეუბერეთ, სანამ გადაიქცეოდეს ცეცხლად!“ მერე უთხრა: „მომიტანეთ გამდნარი სპილენძი ზემოდან უნდა გადავასხა.“

    18:96
  5. فَمَا اسْطَاعُوا أَنْ يَظْهَرُوهُ وَمَا اسْتَطَاعُوا لَهُ نَقْبًا

    ამგვარად ისინი ვერ შეძლებენ, რომ გადალახონ იგი და ვერ შეძლებენ მის გახვრეტას.

    18:97

თარგმანი: რეზო მიქელაძე