სურა 18 ქეჰფი, აიათი 79 – 82
-
أَمَّا السَّفِينَةُ فَكَانَتْ لِمَسَاكِينَ يَعْمَلُونَ فِي الْبَحْرِ فَأَرَدْتُ أَنْ أَعِيبَهَا وَكَانَ وَرَاءَهُمْ مَلِكٌ يَأْخُذُ كُلَّ سَفِينَةٍ غَصْبًا
რაც შეეხება გემს, ის ღატაკებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ზღვაში მუშაობდნენ. მისი დეფექტიანობა ვინებე, ვინაიდან, მათ უკან იყო მეფე, რომელიც ყველა გემს ძალით ართმევდა.
18:79 -
وَأَمَّا الْغُلَامُ فَكَانَ أَبَوَاهُ مُؤْمِنَيْنِ فَخَشِينَا أَنْ يُرْهِقَهُمَا طُغْيَانًا وَكُفْرًا
მაგრამ რაც შეეხება ბიჭუნას, მისი მშობლები მორწმუნენი იყვნენ, ამიტომაც ვშიშობდით, რომ არ ჩაეთრია ისინი უსამართლობასა და ურწმუნოებაში.
18:80 -
فَأَرَدْنَا أَنْ يُبْدِلَهُمَا رَبُّهُمَا خَيْرًا مِنْهُ زَكَاةً وَأَقْرَبَ رُحْمًا
ამგვარად ვინებეთ ჩვენ, რომ თავიანთ ღმერთს იგი ჩაენაცვლებინა მასზე უკეთესით, წმინდათი და ლმობიერით!
18:81 -
وَأَمَّا الْجِدَارُ فَكَانَ لِغُلَامَيْنِ يَتِيمَيْنِ فِي الْمَدِينَةِ وَكَانَ تَحْتَهُ كَنْزٌ لَهُمَا وَكَانَ أَبُوهُمَا صَالِحًا فَأَرَادَ رَبُّكَ أَنْ يَبْلُغَا أَشُدَّهُمَا وَيَسْتَخْرِجَا كَنْزَهُمَا رَحْمَةً مِنْ رَبِّكَ ۚ وَمَا فَعَلْتُهُ عَنْ أَمْرِي ۚ ذَٰلِكَ تَأْوِيلُ مَا لَمْ تَسْطِعْ عَلَيْهِ صَبْرًا
ხოლო რაც შეეხება კედელს, ქალაქში იყო ორი ობოლი ბიჭი. მის ქვეშ იყო განძი მათთვის. მათი მამა მართალი კაცი იყო და შენმა უფალმა ინება, რომ მათ სრულწლოვანებამდე მიეღწიათ, მერე კი ამოეღოთ თავიანთი განძი, წყალობად შენი ღმერთისა. მე არ მოვქცეულვარ ჩემი გადაწყვეტილების თანახმად. აი, ახსნა იმისა, რისი მოთმენაც შენ ვერ შეძელი.“
18:82
თარგმანი: რეზო მიქელაძე