სურა 18 ქეჰფი, აიათი 71 – 79

  1. فَانْطَلَقَا حَتَّىٰ إِذَا رَكِبَا فِي السَّفِينَةِ خَرَقَهَا ۖ قَالَ أَخَرَقْتَهَا لِتُغْرِقَ أَهْلَهَا لَقَدْ جِئْتَ شَيْئًا إِمْرًا

    ამგვარად გაუდგნენ ორივე გზას. როცა გემზე ავიდნენ, გახვრიტა იგი. უთხრა: „ნუთუ გახვრიტე იგი, რომ დაახრჩო ხალხი მისი? ვფიცავ, შენ დიდი ცოდვა ჩაიდინე!“

    18:71
  2. قَالَ أَلَمْ أَقُلْ إِنَّكَ لَنْ تَسْتَطِيعَ مَعِيَ صَبْرًا

    მიუგო: „განა არ მითქვამს, უეჭველად, შენ ვერ შეძლებ ჩემს გვერდით მოთმენას?“

    18:72
  3. قَالَ لَا تُؤَاخِذْنِي بِمَا نَسِيتُ وَلَا تُرْهِقْنِي مِنْ أَمْرِي عُسْرًا

    უთხრა: „ნუ მისაყვედურებ იმის გამო, რაც დამავიწყდა და ნუ გამიძნელებ ჩემს საქმეს!“

    18:73
  4. فَانْطَلَقَا حَتَّىٰ إِذَا لَقِيَا غُلَامًا فَقَتَلَهُ قَالَ أَقَتَلْتَ نَفْسًا زَكِيَّةً بِغَيْرِ نَفْسٍ لَقَدْ جِئْتَ شَيْئًا نُكْرًا

    ასე განაგრძეს გზა, სანამ არ შეხვდნენ ბიჭუნას და მაშინ მოკლა მან იგი. უთხრა: „ნუთუ მოკალი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც არავინ მოუკლავს? ვფიცავ, შენ გასაკიცხი რამ ჩაიდინე!“

    18:74
  5. قَالَ أَلَمْ أَقُلْ لَكَ إِنَّكَ لَنْ تَسْتَطِيعَ مَعِيَ صَبْرًا

    მიუგო: „განა არ მითქვამს, უეჭველად, შენ ვერ შეძლებ ჩემს გვერდით მოთმენას?“

    18:75
  6. قَالَ إِنْ سَأَلْتُكَ عَنْ شَيْءٍ بَعْدَهَا فَلَا تُصَاحِبْنِي ۖ قَدْ بَلَغْتَ مِنْ لَدُنِّي عُذْرًا

    უთხრა: „თუკი შეგეკითხე რამე ამის მერე, მაშინ აღარ განაგრძო ჩემთან მეგობრობა. შენი საქციელი უკვე გამართლებულია!“

    18:76
  7. فَانْطَلَقَا حَتَّىٰ إِذَا أَتَيَا أَهْلَ قَرْيَةٍ اسْتَطْعَمَا أَهْلَهَا فَأَبَوْا أَنْ يُضَيِّفُوهُمَا فَوَجَدَا فِيهَا جِدَارًا يُرِيدُ أَنْ يَنْقَضَّ فَأَقَامَهُ ۖ قَالَ لَوْ شِئْتَ لَاتَّخَذْتَ عَلَيْهِ أَجْرًا

    განაგრძეს გზა, სანამ არ მივიდნენ სოფლის მოსახლეობასთან. და მათგან საჭმელი მოითხოვეს. მაგრამ მათ თავი შეიკავეს, რომ გამასპინძლებოდნენ ამ ორს. მათ დაინახეს კედელი, რომელიც სადაცაა ჩამოინგრეოდა და მან ის გაამაგრა. მუსამ უთხრა: „რომ მოგენდომებინა, ამისათვის გასამრჯელოს მიიღებდი.“

    18:77
  8. قَالَ هَٰذَا فِرَاقُ بَيْنِي وَبَيْنِكَ ۚ سَأُنَبِّئُكَ بِتَأْوِيلِ مَا لَمْ تَسْتَطِعْ عَلَيْهِ صَبْرًا

    მიუგო: „ესაა განშორება ჩემსა და შენს შორის, მაგრამ განგიმარტავ იმას, რისი მოთმენაც ვერ შეძელი:

    18:78
  9. أَمَّا السَّفِينَةُ فَكَانَتْ لِمَسَاكِينَ يَعْمَلُونَ فِي الْبَحْرِ فَأَرَدْتُ أَنْ أَعِيبَهَا وَكَانَ وَرَاءَهُمْ مَلِكٌ يَأْخُذُ كُلَّ سَفِينَةٍ غَصْبًا

    რაც შეეხება გემს, ის ღატაკებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ზღვაში მუშაობდნენ. მისი დეფექტიანობა ვინებე, ვინაიდან, მათ უკან იყო მეფე, რომელიც ყველა გემს ძალით ართმევდა.

    18:79

თარგმანი: რეზო მიქელაძე