სურა 18 ქეჰფი, აიათი 60 – 70
-
وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِفَتَاهُ لَا أَبْرَحُ حَتَّىٰ أَبْلُغَ مَجْمَعَ الْبَحْرَيْنِ أَوْ أَمْضِيَ حُقُبًا
და აკი, მუსამ უთხრა თავის ახალგაზრდა მეგობარს: „არ გავჩერდები, სანამ არ მივაღწევ ორი ზღვის შესართავს, თუნდ მრავალი წელი ვიმოგზაუროო!“
18:60 -
فَلَمَّا بَلَغَا مَجْمَعَ بَيْنِهِمَا نَسِيَا حُوتَهُمَا فَاتَّخَذَ سَبِيلَهُ فِي الْبَحْرِ سَرَبًا
ამგვარად, როცა მიაღწიეს ორი ზღვის შესართავს, დაივიწყეს ორივემ თავიანთი თევზი, მაშინ იგი დაადგა თავის გზას ზღვაში და გაუჩინარდა.
18:61 -
فَلَمَّا جَاوَزَا قَالَ لِفَتَاهُ آتِنَا غَدَاءَنَا لَقَدْ لَقِينَا مِنْ سَفَرِنَا هَٰذَا نَصَبًا
ამგვარად, როცა კიდევ უფრო შორს წავიდნენ, უთხრა თავის ახალგაზრდა მეგობარს: „მოგვართვი სადილი, ვფიცავ, ამ მგზავრობით ძალიან დავიღალეთ!“
18:62 -
قَالَ أَرَأَيْتَ إِذْ أَوَيْنَا إِلَى الصَّخْرَةِ فَإِنِّي نَسِيتُ الْحُوتَ وَمَا أَنْسَانِيهُ إِلَّا الشَّيْطَانُ أَنْ أَذْكُرَهُ ۚ وَاتَّخَذَ سَبِيلَهُ فِي الْبَحْرِ عَجَبًا
უთხრა: „დაინახე, როცა შევაფარეთ თავი კლდეს, მაშინ, უეჭველად, მე დამავიწყდა თევზი და იგი ჩემთვის არავის დაუვიწყებია, თუ არა ეშმაკს, რომ არ გამხსენებოდა. მან კი გააგრძელა თავისი გზა ზღვაში გასაოცრად.“
18:63 -
قَالَ ذَٰلِكَ مَا كُنَّا نَبْغِ ۚ فَارْتَدَّا عَلَىٰ آثَارِهِمَا قَصَصًا
მიუგო: „სწორედ ესაა, რასაც ვეძებდით!“ და უკან გაჰყვნენ საკუთარ ნაფეხურებს.
18:64 -
فَوَجَدَا عَبْدًا مِنْ عِبَادِنَا آتَيْنَاهُ رَحْمَةً مِنْ عِنْدِنَا وَعَلَّمْنَاهُ مِنْ لَدُنَّا عِلْمًا
ამგვარად შემოხვდათ მათ ერთი მსახური ჩვენს მსახურთაგანი, რომლისთვისაც ნაბოძები გვქონდა წყალობა ჩვენგან და შევასწავლეთ ჩვენ მას ჩვენეული ცოდნა.
18:65 -
قَالَ لَهُ مُوسَىٰ هَلْ أَتَّبِعُكَ عَلَىٰ أَنْ تُعَلِّمَنِ مِمَّا عُلِّمْتَ رُشْدًا
უთხრა მას მუსამ: „შეიძლება გამოგყვე, რათა მასწავლო მე ის, რაც შენ გესწავლა ჭეშმარიტებასთან მისაღწევად?
18:66 -
قَالَ إِنَّكَ لَنْ تَسْتَطِيعَ مَعِيَ صَبْرًا
მიუგო: „უეჭველად, შენ მოთმინება არ გეყოფა, რომ ჩემ გვერდით დარჩე!
18:67 -
وَكَيْفَ تَصْبِرُ عَلَىٰ مَا لَمْ تُحِطْ بِهِ خُبْرًا
და როგორ მოითმენ იმას, რასაც ცოდნით ვერ შეწვდები?“
18:68 -
قَالَ سَتَجِدُنِي إِنْ شَاءَ اللَّهُ صَابِرًا وَلَا أَعْصِي لَكَ أَمْرًا
მიუგო: „მე მიხილავ მომთმენს, თუ ალლაჰის ნება იქნება, და არ აღვუდგები შენს ბრძანებებს!“
18:69 -
قَالَ فَإِنِ اتَّبَعْتَنِي فَلَا تَسْأَلْنِي عَنْ شَيْءٍ حَتَّىٰ أُحْدِثَ لَكَ مِنْهُ ذِكْرًا
უთხრა: „მაშინ, თუ გამომყვები, არაფერი მკითხო, სანამ მე თავად არ გამცნობ!“
18:70
თარგმანი: რეზო მიქელაძე