სურა 18 ქეჰფი, აიათი 45 – 49

  1. وَاضْرِبْ لَهُمْ مَثَلَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا كَمَاءٍ أَنْزَلْنَاهُ مِنَ السَّمَاءِ فَاخْتَلَطَ بِهِ نَبَاتُ الْأَرْضِ فَأَصْبَحَ هَشِيمًا تَذْرُوهُ الرِّيَاحُ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ مُقْتَدِرًا

    აღუხატე მათ მაგალითი მიწიერ ცხოვრებაზე. ის წყალსა ჰგავს, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ ზეციდან. ამგვარად მასთან გაზავდა დედამიწის მცენარეები და მერე გარდაიქცა მშრალ ღეროებად, რომელსაც ქარი მიმოფანტავს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    18:45
  2. الْمَالُ وَالْبَنُونَ زِينَةُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَالْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ خَيْرٌ عِنْدَ رَبِّكَ ثَوَابًا وَخَيْرٌ أَمَلًا

    ქონება და შვილები მშვენებაა მიწიერი ცხოვრების, მაგრამ წარუვალი სიქველენი უკეთეს საზღაურიანია შენი ღმერთის წინაშე და მათზე სჯობს იმედის დამყარება!

    18:46
  3. وَيَوْمَ نُسَيِّرُ الْجِبَالَ وَتَرَى الْأَرْضَ بَارِزَةً وَحَشَرْنَاهُمْ فَلَمْ نُغَادِرْ مِنْهُمْ أَحَدًا

    და იმ დღეს ჩვენ ავამოძრავებთ მთებს და ნახავ შენ მიწას გაბრტყელებულს. ჩვენ შევკრებთ მათ და არავის დავტოვებთ მათგან!

    18:47
  4. وَعُرِضُوا عَلَىٰ رَبِّكَ صَفًّا لَقَدْ جِئْتُمُونَا كَمَا خَلَقْنَاكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍ ۚ بَلْ زَعَمْتُمْ أَلَّنْ نَجْعَلَ لَكُمْ مَوْعِدًا

    და წარსდგებიან ისინი შენი ღმერთის წინაშე მწკრივებად: „ვფიცავ, რომ თქვენ მოქცეულნი იქნებით ჩვენთან ისეთნი, როგორც გაგაჩინეთ თავდაპირველად. არა, თქვენ ჩათვალეთ, რომ ვერ აღვასრულებდით თქვენთვის აღთქმულს!

    18:48
  5. وَوُضِعَ الْكِتَابُ فَتَرَى الْمُجْرِمِينَ مُشْفِقِينَ مِمَّا فِيهِ وَيَقُولُونَ يَا وَيْلَتَنَا مَالِ هَٰذَا الْكِتَابِ لَا يُغَادِرُ صَغِيرَةً وَلَا كَبِيرَةً إِلَّا أَحْصَاهَا ۚ وَوَجَدُوا مَا عَمِلُوا حَاضِرًا ۗ وَلَا يَظْلِمُ رَبُّكَ أَحَدًا

    დაიდება წიგნი და მაშინ ნახავ შენ ცოდვილთ, შეშინებულთ იმის გამო, რაც მასშია. და ამბობენ: „ვაი, ჩვენ! ეს რა წიგნია! მასში არ არის გამოტოვებული არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია!“ და ჰპოვებენ მათ წინაშე, რაც ჰქმნეს და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ!

    18:49

თარგმანი: რეზო მიქელაძე