სურა 18 ქეჰფი, აიათი 13 – 17

  1. نَحْنُ نَقُصُّ عَلَيْكَ نَبَأَهُمْ بِالْحَقِّ ۚ إِنَّهُمْ فِتْيَةٌ آمَنُوا بِرَبِّهِمْ وَزِدْنَاهُمْ هُدًى

    ჩვენ მოგიყვებით შენ მათ ამბავს ჭეშმარიტებით. უეჭველად, ეგენი იყვნენ ჭაბუკები, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი ღმერთი და გავუძლიერეთ წრმენა ჭეშმარიტებისა.

    18:13
  2. وَرَبَطْنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمْ إِذْ قَامُوا فَقَالُوا رَبُّنَا رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ لَنْ نَدْعُوَ مِنْ دُونِهِ إِلَٰهًا ۖ لَقَدْ قُلْنَا إِذًا شَطَطًا

    და ჩვენ სიმტკიცე მოვავლინეთ მათ გულებზე; აკი, ფეხზე წამოდგნენ და თქვეს: „ჩვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის მეუფეა! ჩვენ არ ვსცემთ თაყვანს მის გარდა სხვა ღვთაებას, რამეთუ მაშინ ზღვარს გადავალთ და ტყუილს ვიტყვით!

    18:14
  3. هَٰؤُلَاءِ قَوْمُنَا اتَّخَذُوا مِنْ دُونِهِ آلِهَةً ۖ لَوْلَا يَأْتُونَ عَلَيْهِمْ بِسُلْطَانٍ بَيِّنٍ ۖ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا

    აი, ესენი ჩვენი ხალხია, მათ დაიდგინეს მის გარდა ღვთაებები. რატომ არ მოიტანეს მათ წინააღმდეგ ცხადი მტკიცებანი? მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს ალლაჰზე?“

    18:15
  4. وَإِذِ اعْتَزَلْتُمُوهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ إِلَّا اللَّهَ فَأْوُوا إِلَى الْكَهْفِ يَنْشُرْ لَكُمْ رَبُّكُمْ مِنْ رَحْمَتِهِ وَيُهَيِّئْ لَكُمْ مِنْ أَمْرِكُمْ مِرْفَقًا

    რაკიღა გაეცალეთ მათ და არ ეცით თაყვანი, გარდა ალლაჰისა, მაშ, გამოქვაბულს შეაფარეთ თავი. მოგმადლოს თქვენ თქვენმა ღმერთმა თავისი წყალობისგან და კეთილ ინებოს თქვენთვის თქვენი საქმის მეოხება!

    18:16
  5. وَتَرَى الشَّمْسَ إِذَا طَلَعَتْ تَزَاوَرُ عَنْ كَهْفِهِمْ ذَاتَ الْيَمِينِ وَإِذَا غَرَبَتْ تَقْرِضُهُمْ ذَاتَ الشِّمَالِ وَهُمْ فِي فَجْوَةٍ مِنْهُ ۚ ذَٰلِكَ مِنْ آيَاتِ اللَّهِ ۗ مَنْ يَهْدِ اللَّهُ فَهُوَ الْمُهْتَدِ ۖ وَمَنْ يُضْلِلْ فَلَنْ تَجِدَ لَهُ وَلِيًّا مُرْشِدًا

    და დაინახავ შენ, როცა მზე ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის - მარცხენა მხარეს. ხოლო ისინი არიან მის ფართო სივრცეში. აი, ეს ალლაჰის ერთ-ერთი სასწაულთაგანია. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, იგი ნამდვილად ჭეშმარიტ გზას ადგას. და ვისაც ააცდენს ჭეშმარიტ გზას, დამდგენს ჭეშმარიტ გზაზე ვერ უპოვი მას შემწედ!

    18:17

თარგმანი: რეზო მიქელაძე