სურა 18 ქეჰფი, აიათი 1 – 12
-
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي أَنْزَلَ عَلَىٰ عَبْدِهِ الْكِتَابَ وَلَمْ يَجْعَلْ لَهُ عِوَجًا ۜ
ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გარდმოუვლინა თავის მსახურს წიგნი და არ დაუდგენია მასში მრუდე!
18:1 -
قَيِّمًا لِيُنْذِرَ بَأْسًا شَدِيدًا مِنْ لَدُنْهُ وَيُبَشِّرَ الْمُؤْمِنِينَ الَّذِينَ يَعْمَلُونَ الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ أَجْرًا حَسَنًا
ჭეშმარიტებით, რათა შეეგონებია მისგან საშინელი სასჯელით და ემახარობლებია მორწმუნეთათვის, რომელნიც სიკეთეს თესავენ, რომ მათთვისაა ჩინებული საზღაური
18:2 -
مَاكِثِينَ فِيهِ أَبَدًا
იქ, სადაც მარადიულად დამკვიდრდებიან!
18:3 -
وَيُنْذِرَ الَّذِينَ قَالُوا اتَّخَذَ اللَّهُ وَلَدًا
და შესაგონებლად იმათთვის, რომელთაც თქვეს: „ალლაჰმა ძე დაიდგინაო.“
18:4 -
مَا لَهُمْ بِهِ مِنْ عِلْمٍ وَلَا لِآبَائِهِمْ ۚ كَبُرَتْ كَلِمَةً تَخْرُجُ مِنْ أَفْوَاهِهِمْ ۚ إِنْ يَقُولُونَ إِلَّا كَذِبًا
ამის შესახებ არც მათ და არც მათ მამებს არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. რაოდენ დიდი სიტყვაა, რომელიც მათი ბაგეებიდან ამოდის! ისინი მხოლოდ სიცრუეს ამბობენ.
18:5 -
فَلَعَلَّكَ بَاخِعٌ نَفْسَكَ عَلَىٰ آثَارِهِمْ إِنْ لَمْ يُؤْمِنُوا بِهَٰذَا الْحَدِيثِ أَسَفًا
ეგების შენ მწუხარებით თავი გაინადგურო მათ კვალდაკვალ, თუკი არ ირწმუნებენ ამ სიტყვებს.
18:6 -
إِنَّا جَعَلْنَا مَا عَلَى الْأَرْضِ زِينَةً لَهَا لِنَبْلُوَهُمْ أَيُّهُمْ أَحْسَنُ عَمَلًا
უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ რაც დედამიწაზეა სამშვენად, რათა გამოგვეცადა ისინი, მათგან რომელი უფრო კარგ საქმეს იქმს.
18:7 -
وَإِنَّا لَجَاعِلُونَ مَا عَلَيْهَا صَعِيدًا جُرُزًا
და უეჭველად, ჩვენ ვქმნით უსიცოცხლო მიწად რაც მასზეა.
18:8 -
أَمْ حَسِبْتَ أَنَّ أَصْحَابَ الْكَهْفِ وَالرَّقِيمِ كَانُوا مِنْ آيَاتِنَا عَجَبًا
ნუთუ შენ გეგონა, რომ გამოქვაბულის ხალხი და რაყიმი საოცარი იყო ჩვენს სასწაულთაგან?
18:9 -
إِذْ أَوَى الْفِتْيَةُ إِلَى الْكَهْفِ فَقَالُوا رَبَّنَا آتِنَا مِنْ لَدُنْكَ رَحْمَةً وَهَيِّئْ لَنَا مِنْ أَمْرِنَا رَشَدًا
აკი, ჭაბუკებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულს და თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე შენგან წყალობა და დაგვიდგინე ჩვენს საქმეში სიკეთე-წარმატება!“
18:10 -
فَضَرَبْنَا عَلَىٰ آذَانِهِمْ فِي الْكَهْفِ سِنِينَ عَدَدًا
ამგვარად ჩვენ ყურები დავულუქეთ მათ გამოქვაბულში მრავალი წლით.
18:11 -
ثُمَّ بَعَثْنَاهُمْ لِنَعْلَمَ أَيُّ الْحِزْبَيْنِ أَحْصَىٰ لِمَا لَبِثُوا أَمَدًا
მერე ჩვენ გამოვაღვიძეთ ეგენი, რათა გაგვეგო რომელი ჯგუფი უკეთ გამოითვლიდა რამდენი წელი დაჰყვეს.
18:12
თარგმანი: რეზო მიქელაძე