სურა 17 ისრა, აიათი 90 – 95

  1. وَقَالُوا لَنْ نُؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ تَفْجُرَ لَنَا مِنَ الْأَرْضِ يَنْبُوعًا

    და თქვეს: „არაფრის დიდებით არ ვირწმუნებთ, სანამ მიწიდან ჩვენთვის წყაროს არ ამოაფრქვევ,

    17:90
  2. أَوْ تَكُونَ لَكَ جَنَّةٌ مِنْ نَخِيلٍ وَعِنَبٍ فَتُفَجِّرَ الْأَنْهَارَ خِلَالَهَا تَفْجِيرًا

    ან არ გექნება შენ ხურმისა და ვაზის ბაღი, რომელშიც ნაკადულები იჩუხჩუხებს;

    17:91
  3. أَوْ تُسْقِطَ السَّمَاءَ كَمَا زَعَمْتَ عَلَيْنَا كِسَفًا أَوْ تَأْتِيَ بِاللَّهِ وَالْمَلَائِكَةِ قَبِيلًا

    თუ ჩამოგვამხობ ცას ნაფლეთებად, როგორც გვპირდებოდი, ან თუ წარსდგები ალლაჰისა და ანგელოზების თანხლებით;

    17:92
  4. أَوْ يَكُونَ لَكَ بَيْتٌ مِنْ زُخْرُفٍ أَوْ تَرْقَىٰ فِي السَّمَاءِ وَلَنْ نُؤْمِنَ لِرُقِيِّكَ حَتَّىٰ تُنَزِّلَ عَلَيْنَا كِتَابًا نَقْرَؤُهُ ۗ قُلْ سُبْحَانَ رَبِّي هَلْ كُنْتُ إِلَّا بَشَرًا رَسُولًا

    ან გექნება შენ სახლი ოქროსგან, ან ცათ ამაღლდები. თუმცა მაინც არ დავიჯერებთ შენს ამაღლებას, სანამ არ ჩამოგვიტან წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ.“ უთხარი: „დიდება ჩემს უფალს! მე ხომ მხოლოდ ადამიანი შუამავალი ვარ!“

    17:93
  5. وَمَا مَنَعَ النَّاسَ أَنْ يُؤْمِنُوا إِذْ جَاءَهُمُ الْهُدَىٰ إِلَّا أَنْ قَالُوا أَبَعَثَ اللَّهُ بَشَرًا رَسُولًا

    მათ როცა მოუვიდათ ჭეშმარიტება, არაფერს დაუბრკოლებია ისინი, რომ ერწმუნათ, გარდა საკუთარი ნათქვამისა: „ნუთუ ალლაჰმა ადამიანი წარმოგზავნა შუამავლად?“

    17:94
  6. قُلْ لَوْ كَانَ فِي الْأَرْضِ مَلَائِكَةٌ يَمْشُونَ مُطْمَئِنِّينَ لَنَزَّلْنَا عَلَيْهِمْ مِنَ السَّمَاءِ مَلَكًا رَسُولًا

    უთხარი: „რომ ყოფილიყვნენ დედამიწაზე დამკვიდრებულნი მოსიარულე ანგელოზები, უთუოდ გარდმოვავლენდით ჩვენ ზეციდან შუამავლად ანგელოზს მათდა.“

    17:95

თარგმანი: რეზო მიქელაძე