სურა 17 ისრა, აიათი 85 – 93

  1. وَيَسْأَلُونَكَ عَنِ الرُّوحِ ۖ قُلِ الرُّوحُ مِنْ أَمْرِ رَبِّي وَمَا أُوتِيتُمْ مِنَ الْعِلْمِ إِلَّا قَلِيلًا

    და გეკითხებიან შენ სულის შესახებ, უთხარი: „სული ჩემი ღმერთის მბრძანებლობაშია, და არ მოგნიჭებიათ თქვენ ცოდნისგან მცირედის გარდა!“

    17:85
  2. وَلَئِنْ شِئْنَا لَنَذْهَبَنَّ بِالَّذِي أَوْحَيْنَا إِلَيْكَ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ بِهِ عَلَيْنَا وَكِيلًا

    ჩვენ რომ გვენება, უთუოდ წარვიღებდით იმას, რომელიც ჩვენ ზეშთაგაგონეთ. მერე ჩვენს წინაშე ვერ ჰპოვებ შენთვის შემწეს!

    17:86
  3. إِلَّا رَحْمَةً مِنْ رَبِّكَ ۚ إِنَّ فَضْلَهُ كَانَ عَلَيْكَ كَبِيرًا

    (ეს) მხოლოდ შენი ღმერთისგან ერთგვარი წყალობაა. უეჭველად, სიკეთე მისი შენდამი დიდია!

    17:87
  4. قُلْ لَئِنِ اجْتَمَعَتِ الْإِنْسُ وَالْجِنُّ عَلَىٰ أَنْ يَأْتُوا بِمِثْلِ هَٰذَا الْقُرْآنِ لَا يَأْتُونَ بِمِثْلِهِ وَلَوْ كَانَ بَعْضُهُمْ لِبَعْضٍ ظَهِيرًا

    უთხარი: „რომც გაერთიანდნენ კაცნი და ჯინნი, რათა შექმნან მსგავსი ამ ყურანისა, ვერ შექმნიან მის მსგავსს, თუნდაც ერთიმეორეს დაეხმარონ!“

    17:88
  5. وَلَقَدْ صَرَّفْنَا لِلنَّاسِ فِي هَٰذَا الْقُرْآنِ مِنْ كُلِّ مَثَلٍ فَأَبَىٰ أَكْثَرُ النَّاسِ إِلَّا كُفُورًا

    და ვფიცავ, ჩვენ განვუმარტეთ ადამიანებს ამ ყურანში ყველანაირი იგავი. ამის მიუხედავად ადამიანთა უმეტესობამ მხოლოდ ურწმუნოება დაიჟინა.

    17:89
  6. وَقَالُوا لَنْ نُؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ تَفْجُرَ لَنَا مِنَ الْأَرْضِ يَنْبُوعًا

    და თქვეს: „არაფრის დიდებით არ ვირწმუნებთ, სანამ მიწიდან ჩვენთვის წყაროს არ ამოაფრქვევ,

    17:90
  7. أَوْ تَكُونَ لَكَ جَنَّةٌ مِنْ نَخِيلٍ وَعِنَبٍ فَتُفَجِّرَ الْأَنْهَارَ خِلَالَهَا تَفْجِيرًا

    ან არ გექნება შენ ხურმისა და ვაზის ბაღი, რომელშიც ნაკადულები იჩუხჩუხებს;

    17:91
  8. أَوْ تُسْقِطَ السَّمَاءَ كَمَا زَعَمْتَ عَلَيْنَا كِسَفًا أَوْ تَأْتِيَ بِاللَّهِ وَالْمَلَائِكَةِ قَبِيلًا

    თუ ჩამოგვამხობ ცას ნაფლეთებად, როგორც გვპირდებოდი, ან თუ წარსდგები ალლაჰისა და ანგელოზების თანხლებით;

    17:92
  9. أَوْ يَكُونَ لَكَ بَيْتٌ مِنْ زُخْرُفٍ أَوْ تَرْقَىٰ فِي السَّمَاءِ وَلَنْ نُؤْمِنَ لِرُقِيِّكَ حَتَّىٰ تُنَزِّلَ عَلَيْنَا كِتَابًا نَقْرَؤُهُ ۗ قُلْ سُبْحَانَ رَبِّي هَلْ كُنْتُ إِلَّا بَشَرًا رَسُولًا

    ან გექნება შენ სახლი ოქროსგან, ან ცათ ამაღლდები. თუმცა მაინც არ დავიჯერებთ შენს ამაღლებას, სანამ არ ჩამოგვიტან წიგნს, რომელსაც წავიკითხავთ.“ უთხარი: „დიდება ჩემს უფალს! მე ხომ მხოლოდ ადამიანი შუამავალი ვარ!“

    17:93

თარგმანი: რეზო მიქელაძე