სურა 17 ისრა, აიათი 78 – 84
-
أَقِمِ الصَّلَاةَ لِدُلُوكِ الشَّمْسِ إِلَىٰ غَسَقِ اللَّيْلِ وَقُرْآنَ الْفَجْرِ ۖ إِنَّ قُرْآنَ الْفَجْرِ كَانَ مَشْهُودًا
ლოცვა აღავლინე შუადღის დადგომიდან ღამის დაბინდებამდე და იკითხე ყურანი გამთენიისას. და ილოცე დილის ლოცვა, უეჭველად, დილის ლოცვა მოწმეობაა!
17:78 -
وَمِنَ اللَّيْلِ فَتَهَجَّدْ بِهِ نَافِلَةً لَكَ عَسَىٰ أَنْ يَبْعَثَكَ رَبُّكَ مَقَامًا مَحْمُودًا
და ღამის ერთ ნაწილში ილოცე ყურანით, კერძოდ, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგების ღმერთმა შენმა მოგმადლოს ადგილი ქებული!
17:79 -
وَقُلْ رَبِّ أَدْخِلْنِي مُدْخَلَ صِدْقٍ وَأَخْرِجْنِي مُخْرَجَ صِدْقٍ وَاجْعَلْ لِي مِنْ لَدُنْكَ سُلْطَانًا نَصِيرًا
და თქვი: „ღმერთო ჩემო! შემიყვანე ჭეშმარიტებით და გამომიყვანე ჭეშმარიტებით, და დამიდგინე შენგან დამხმარე ძალა!“
17:80 -
وَقُلْ جَاءَ الْحَقُّ وَزَهَقَ الْبَاطِلُ ۚ إِنَّ الْبَاطِلَ كَانَ زَهُوقًا
და თქვი: „მოვიდა ჭეშმარიტება, მოიშთო სიცრუე. უეჭველად, სიცრუე განწირულია მოსაშთობად.“
17:81 -
وَنُنَزِّلُ مِنَ الْقُرْآنِ مَا هُوَ شِفَاءٌ وَرَحْمَةٌ لِلْمُؤْمِنِينَ ۙ وَلَا يَزِيدُ الظَّالِمِينَ إِلَّا خَسَارًا
და ვავლენთ ყურანიდან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის. და არაფერს შესძენს უსამართლონს, ზარალის გარდა!
17:82 -
وَإِذَا أَنْعَمْنَا عَلَى الْإِنْسَانِ أَعْرَضَ وَنَأَىٰ بِجَانِبِهِ ۖ وَإِذَا مَسَّهُ الشَّرُّ كَانَ يَئُوسًا
და როცა ადამიანს წყალობას ვუბოძებთ, პირს იბრუნებს და გაიძურწება. და თუ სიავე მიეწევა, სასოწარკვეთა იპყრობს.
17:83 -
قُلْ كُلٌّ يَعْمَلُ عَلَىٰ شَاكِلَتِهِ فَرَبُّكُمْ أَعْلَمُ بِمَنْ هُوَ أَهْدَىٰ سَبِيلًا
უთხარი: „ყველა იღწვის თავისივე გზაზე. ასე, რომ ღმერთი თქვენი უკეთ უწყის ვინ უფრო სწორ გზას ადგას!
17:84
თარგმანი: რეზო მიქელაძე