სურა 17 ისრა, აიათი 71 – 77

  1. يَوْمَ نَدْعُو كُلَّ أُنَاسٍ بِإِمَامِهِمْ ۖ فَمَنْ أُوتِيَ كِتَابَهُ بِيَمِينِهِ فَأُولَٰئِكَ يَقْرَءُونَ كِتَابَهُمْ وَلَا يُظْلَمُونَ فَتِيلًا

    იმ დღეს ჩვენ მოვუხმობთ ყველა ადამიანს თავიანთი წინამძღოლებით. მაშინ ვისაც ებოძება თავისი წიგნი მისივე მარჯვენაში, აი ეგენი წაიკითხავენ თავიანთ წიგნს, და არ დაიჩაგრებიან ხურმას კურკის ღარში რომ აპკი აქვს, იმ დონეზეც კი!

    17:71
  2. وَمَنْ كَانَ فِي هَٰذِهِ أَعْمَىٰ فَهُوَ فِي الْآخِرَةِ أَعْمَىٰ وَأَضَلُّ سَبِيلًا

    და აქ, ვინც იყო ბრმა იგი იმქვეყანაშიც ბრმა იქნება და კიდევ უფრო გზააბნეული!

    17:72
  3. وَإِنْ كَادُوا لَيَفْتِنُونَكَ عَنِ الَّذِي أَوْحَيْنَا إِلَيْكَ لِتَفْتَرِيَ عَلَيْنَا غَيْرَهُ ۖ وَإِذًا لَاتَّخَذُوكَ خَلِيلًا

    მათ კინაღამ გადაგახვევინეს იმისგან, რაც ჩვენ ზეშთაგაგონეთ, რათა შეგეთხზა ჩვენზე განსხვავებული. სწორედ მაშინ შენ გახდებოდი მათი მეგობარი.

    17:73
  4. وَلَوْلَا أَنْ ثَبَّتْنَاكَ لَقَدْ كِدْتَ تَرْكَنُ إِلَيْهِمْ شَيْئًا قَلِيلًا

    და რომ არ განგვემტკიცებინე ჩვენ, ვფიცავ, რომ შენ მათკენ ცოტას გადაიხრებოდი!

    17:74
  5. إِذًا لَأَذَقْنَاكَ ضِعْفَ الْحَيَاةِ وَضِعْفَ الْمَمَاتِ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ عَلَيْنَا نَصِيرًا

    მაშინ უთუოდ გაგემებდით შენ ორმაგს სიცოცხლეში და ორმაგს მკვდარს. მერე ჩვენს წინააღმდეგ ვერ ჰპოვებდი შემწეს შენთვის!

    17:75
  6. وَإِنْ كَادُوا لَيَسْتَفِزُّونَكَ مِنَ الْأَرْضِ لِيُخْرِجُوكَ مِنْهَا ۖ وَإِذًا لَا يَلْبَثُونَ خِلَافَكَ إِلَّا قَلِيلًا

    და კინაღამ გაგაძევეს შენ ამ მიწაწყლიდან ზეწოლით. მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, თავადაც მცირე ხნით დარჩებოდნენ შენს მერე!

    17:76
  7. سُنَّةَ مَنْ قَدْ أَرْسَلْنَا قَبْلَكَ مِنْ رُسُلِنَا ۖ وَلَا تَجِدُ لِسُنَّتِنَا تَحْوِيلًا

    ესაა ალლაჰის დადგენილი კანონი ჩვენს შუამავალთათვის, რომელნიც შენს უწინ წარვგზავნეთ. და ვერ ჰპოვებ ჩვენს კანონებში ცვლილებას!

    17:77

თარგმანი: რეზო მიქელაძე