სურა 17 ისრა, აიათი 61 – 70

  1. وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ قَالَ أَأَسْجُدُ لِمَنْ خَلَقْتَ طِينًا

    და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა, მან თქვა: „განა სეჯდე უნდა აღვასრულო იმისთვის, ვინც შენ ტალახისგან გააჩინე?“

    17:61
  2. قَالَ أَرَأَيْتَكَ هَٰذَا الَّذِي كَرَّمْتَ عَلَيَّ لَئِنْ أَخَّرْتَنِ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَأَحْتَنِكَنَّ ذُرِّيَّتَهُ إِلَّا قَلِيلًا

    თქვა: „მამცნე შენ ეს, რომელიც აღმატებულ ჰქმენი ჩემდა. თუკი მე გადამივადებ აღდგომის დღემდე, უთუოდ მე დავიმორჩილებ მის შთამომავლობას, მცირედის გამოკლებით!“

    17:62
  3. قَالَ اذْهَبْ فَمَنْ تَبِعَكَ مِنْهُمْ فَإِنَّ جَهَنَّمَ جَزَاؤُكُمْ جَزَاءً مَوْفُورًا

    უთხრა: „წადი! და მათგან ვინც გამოგყვება შენ, მაშინ, უეჭველად, ზედმიწევნილ საზღაურად ჯოჯოხეთი იქნება სასჯელი თქვენი!

    17:63
  4. وَاسْتَفْزِزْ مَنِ اسْتَطَعْتَ مِنْهُمْ بِصَوْتِكَ وَأَجْلِبْ عَلَيْهِمْ بِخَيْلِكَ وَرَجِلِكَ وَشَارِكْهُمْ فِي الْأَمْوَالِ وَالْأَوْلَادِ وَعِدْهُمْ ۚ وَمَا يَعِدُهُمُ الشَّيْطَانُ إِلَّا غُرُورًا

    და შეაცდინე, ვისაც შეძლებ მათგან, შენი ხმით. გადაუარე მათ შენი მხედრებით და ქვეითით, და მათ შეეზიარე ქონებაში და შვილებში, და აღუთქვი. მაგრამ, არაფერია ეშმაკის აღთქმა, გარდა ფუჭი დაპირებისა!

    17:64
  5. إِنَّ عِبَادِي لَيْسَ لَكَ عَلَيْهِمْ سُلْطَانٌ ۚ وَكَفَىٰ بِرَبِّكَ وَكِيلًا

    უეჭველად, ჩემს მსახურებზე არ გაქვს მეუფება. და კმარა მფარველად შენი ღმერთი!“

    17:65
  6. رَبُّكُمُ الَّذِي يُزْجِي لَكُمُ الْفُلْكَ فِي الْبَحْرِ لِتَبْتَغُوا مِنْ فَضْلِهِ ۚ إِنَّهُ كَانَ بِكُمْ رَحِيمًا

    ღმერთი თქვენი, რომელიც გადააადგილებს თქვენთვის გემებს ზღვაში, რათა ეძიოთ მისი წყალობა, უეჭველად, მოწყალეა იგი თქვენთვის!

    17:66
  7. وَإِذَا مَسَّكُمُ الضُّرُّ فِي الْبَحْرِ ضَلَّ مَنْ تَدْعُونَ إِلَّا إِيَّاهُ ۖ فَلَمَّا نَجَّاكُمْ إِلَى الْبَرِّ أَعْرَضْتُمْ ۚ وَكَانَ الْإِنْسَانُ كَفُورًا

    და როცა შეგეხებათ თქვენ საფრთხე ზღვაში, გაგეცლება, ვისაც მოუხმობდით, გარდა მხოლოდ მისი. მაგრამ როცა გადაგარჩენთ და ნაპირზე გამოგიყვანთ, სახეს იბრუნებთ. ჭეშმარიტად, ადამიანი უმადურია!

    17:67
  8. أَفَأَمِنْتُمْ أَنْ يَخْسِفَ بِكُمْ جَانِبَ الْبَرِّ أَوْ يُرْسِلَ عَلَيْكُمْ حَاصِبًا ثُمَّ لَا تَجِدُوا لَكُمْ وَكِيلًا

    ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ გშთანთქოს თქვენ ხმელეთმა ან მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი? შემდეგ თქვენთვის ვეღარ ჰპოვებთ მფარველს!

    17:68
  9. أَمْ أَمِنْتُمْ أَنْ يُعِيدَكُمْ فِيهِ تَارَةً أُخْرَىٰ فَيُرْسِلَ عَلَيْكُمْ قَاصِفًا مِنَ الرِّيحِ فَيُغْرِقَكُمْ بِمَا كَفَرْتُمْ ۙ ثُمَّ لَا تَجِدُوا لَكُمْ عَلَيْنَا بِهِ تَبِيعًا

    ნუთუ დარწმუნებულნი ხართ, რომ იგი კიდევ ერთხელ არ მიგაბრუნებთ მასში? მაშინ მოავლენს თქვენდა სასტიკ გრიგალს და დაგახრჩობთ ურწმუნობისთვის. მერე ჩვენს წინააღმდეგ თქვენთვის ვეღარ ჰპოვებთ შემწეს!

    17:69
  10. وَلَقَدْ كَرَّمْنَا بَنِي آدَمَ وَحَمَلْنَاهُمْ فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ وَرَزَقْنَاهُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ وَفَضَّلْنَاهُمْ عَلَىٰ كَثِيرٍ مِمَّنْ خَلَقْنَا تَفْضِيلًا

    და ვფიცავ, ჩვენ აღმატებულ ვჰქმენით ადამის შვილნი და მივეცით საშუალება ემოგზაურათ ზღვასა და ხმელეთზე. ჩვენ ვუწყალობეთ მათ სიკეთენი და უპირატესვჰყავით ისინი სხვა მრავალ ჩვენს გაჩენილებთან შედარებით!

    17:70

თარგმანი: რეზო მიქელაძე