სურა 17 ისრა, აიათი 4 – 8
-
وَقَضَيْنَا إِلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ فِي الْكِتَابِ لَتُفْسِدُنَّ فِي الْأَرْضِ مَرَّتَيْنِ وَلَتَعْلُنَّ عُلُوًّا كَبِيرًا
და ჩვენ ვაცნობეთ ისრაილის შვილთ წიგნში: „უთუოდ ორჯერ ჩაიდენთ უსამართლობას ქვეყანაზე და უთუოდ ქედმაღლობით უსაზღვროდ გამედიდურდებით.“
17:4 -
فَإِذَا جَاءَ وَعْدُ أُولَاهُمَا بَعَثْنَا عَلَيْكُمْ عِبَادًا لَنَا أُولِي بَأْسٍ شَدِيدٍ فَجَاسُوا خِلَالَ الدِّيَارِ ۚ وَكَانَ وَعْدًا مَفْعُولًا
როცა მოაწია ჟამი ორიდან პირველი, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენზე ჩვენი ძალღონიანი მსახურნი, ამგვარად მათ შემოიჭრნენ სახლებამდე. და აღთქმული სისრულეში მოვიდა.
17:5 -
ثُمَّ رَدَدْنَا لَكُمُ الْكَرَّةَ عَلَيْهِمْ وَأَمْدَدْنَاكُمْ بِأَمْوَالٍ وَبَنِينَ وَجَعَلْنَاكُمْ أَكْثَرَ نَفِيرًا
შემდგომ კვლავ დაგიბრუნეთ თქვენ მათ წინაშე. და გაგაძლიერეთ თქვენ ქონებითა და ძეებით და გქმენით უფრო მრავალრიცხოვანი.
17:6 -
إِنْ أَحْسَنْتُمْ أَحْسَنْتُمْ لِأَنْفُسِكُمْ ۖ وَإِنْ أَسَأْتُمْ فَلَهَا ۚ فَإِذَا جَاءَ وَعْدُ الْآخِرَةِ لِيَسُوءُوا وُجُوهَكُمْ وَلِيَدْخُلُوا الْمَسْجِدَ كَمَا دَخَلُوهُ أَوَّلَ مَرَّةٍ وَلِيُتَبِّرُوا مَا عَلَوْا تَتْبِيرًا
(და ვუთხარით ჩვენ:) „თუ სიკეთეს აკეთებთ, თავს უკეთებთ სიკეთეს. და თუ სიავეს აკეთებთ, თავს ავნებთ ამით.“ და როცა მოაწია ბოლო აღთქმის ჟამი, ( ნება მივეცით თქვენს მტრებს) სახეები დაემწუხრებინათ თქვენი და შესულიყვნენ სამლოცველოში ისევე, როგორც შევიდნენ პირველად და გაენადგურებინათ ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდებოდათ!
17:7 -
عَسَىٰ رَبُّكُمْ أَنْ يَرْحَمَكُمْ ۚ وَإِنْ عُدْتُمْ عُدْنَا ۘ وَجَعَلْنَا جَهَنَّمَ لِلْكَافِرِينَ حَصِيرًا
ეგებ თქვენმა ღმერთმა შეგიწყალოთ. მაგრამ თუ მიუბრუნდებით, ჩვენც დავბრუნდებით. და ჩვენ დავადგინეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთათვის დილეგად!
17:8
თარგმანი: რეზო მიქელაძე