სურა 17 ისრა, აიათი 105 – 111

  1. وَبِالْحَقِّ أَنْزَلْنَاهُ وَبِالْحَقِّ نَزَلَ ۗ وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا مُبَشِّرًا وَنَذِيرًا

    და ჭეშმარიტება იგი ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ. და ჭეშმარიტებით ზეგარდმოვლინდა. შენ კი არ წარგვიგზავნიხარ, თუ არა მახარობლად და შემგონებლად.

    17:105
  2. وَقُرْآنًا فَرَقْنَاهُ لِتَقْرَأَهُ عَلَى النَّاسِ عَلَىٰ مُكْثٍ وَنَزَّلْنَاهُ تَنْزِيلًا

    და ჩვენ დავყავით იგი, ყურანი, რათა უკითხო ის ხალხს დახვეწილად, და ზეგარდმოვავლინეთ იგი თანდათანობით.

    17:106
  3. قُلْ آمِنُوا بِهِ أَوْ لَا تُؤْمِنُوا ۚ إِنَّ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ مِنْ قَبْلِهِ إِذَا يُتْلَىٰ عَلَيْهِمْ يَخِرُّونَ لِلْأَذْقَانِ سُجَّدًا

    უთხარი: „გინდ ირწმუნეთ იგი, გინდ - არა! უეჭველად, რომელთაც ებოძათ ცოდნა მანამდე, როცა ეკითხებათ მათ, იჩოქებენ სეჯდეზე ნიკაპებით.

    17:107
  4. وَيَقُولُونَ سُبْحَانَ رَبِّنَا إِنْ كَانَ وَعْدُ رَبِّنَا لَمَفْعُولًا

    და ამბობენ: „დიდება, ჩვენს ღმერთს! უთუოდ, ჩვენი ღმერთის აღთქმა აღსრულდება!“

    17:108
  5. وَيَخِرُّونَ لِلْأَذْقَانِ يَبْكُونَ وَيَزِيدُهُمْ خُشُوعًا ۩

    ისინი ტირილით პირქვე მიწას ემხობიან. და აძლიერებს მათ მოკრძალებას.

    17:109
  6. قُلِ ادْعُوا اللَّهَ أَوِ ادْعُوا الرَّحْمَٰنَ ۖ أَيًّا مَا تَدْعُوا فَلَهُ الْأَسْمَاءُ الْحُسْنَىٰ ۚ وَلَا تَجْهَرْ بِصَلَاتِكَ وَلَا تُخَافِتْ بِهَا وَابْتَغِ بَيْنَ ذَٰلِكَ سَبِيلًا

    უთხარი: „მოუხმეთ ალლაჰს ან მწყალობელს! როგორც უნდა უხმოთ, ყველა მშვენიერი სახელია მისი.“ და არ აუწიო ხმას ლოცვაში და არც დაუწიო მას, ამ ორ შორის საშუალო გზა დაიდგინე!

    17:110
  7. وَقُلِ الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي لَمْ يَتَّخِذْ وَلَدًا وَلَمْ يَكُنْ لَهُ شَرِيكٌ فِي الْمُلْكِ وَلَمْ يَكُنْ لَهُ وَلِيٌّ مِنَ الذُّلِّ ۖ وَكَبِّرْهُ تَكْبِيرًا

    და თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელსაც არ დაუდგენია ძე, და არც ყოლია მას თანამოზიარე ხელმწიფებაში, არ არს მისდა უმწეობა და არც სჭირდება მეოხე.“ და თექბირით განადიდე იგი!

    17:111

თარგმანი: რეზო მიქელაძე