სურა 17 ისრა, აიათი 1 – 6

  1. سُبْحَانَ الَّذِي أَسْرَىٰ بِعَبْدِهِ لَيْلًا مِنَ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ إِلَى الْمَسْجِدِ الْأَقْصَى الَّذِي بَارَكْنَا حَوْلَهُ لِنُرِيَهُ مِنْ آيَاتِنَا ۚ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْبَصِيرُ

    დიდება იმას, რომელმაც ღამით გადაიყვანა თავისი მსახური მესჯიდი ჰარამიდან მესჯიდი აყსაში, რომლის შემოგარენიც ჩვენ დავლოცეთ, რათა გვეჩვენებინა მისთვის ნაწილნი ჩვენი სასწაულნისა. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!

    17:1
  2. وَآتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ وَجَعَلْنَاهُ هُدًى لِبَنِي إِسْرَائِيلَ أَلَّا تَتَّخِذُوا مِنْ دُونِي وَكِيلًا

    ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და იგი დავუდგინეთ ჭეშმარიტ გზად ისრაილის შვილთ: „რომ არ დაიდგინოთ ჩემს გარდა არავინ, მფარველად.“

    17:2
  3. ذُرِّيَّةَ مَنْ حَمَلْنَا مَعَ نُوحٍ ۚ إِنَّهُ كَانَ عَبْدًا شَكُورًا

    ჰეი, შთამომავალნო ხალხის, რომელნიც გადავიყვანეთ ნუჰთან ერთად! უეჭველად, იგი მადლიერი მსახური იყო.

    17:3
  4. وَقَضَيْنَا إِلَىٰ بَنِي إِسْرَائِيلَ فِي الْكِتَابِ لَتُفْسِدُنَّ فِي الْأَرْضِ مَرَّتَيْنِ وَلَتَعْلُنَّ عُلُوًّا كَبِيرًا

    და ჩვენ ვაცნობეთ ისრაილის შვილთ წიგნში: „უთუოდ ორჯერ ჩაიდენთ უსამართლობას ქვეყანაზე და უთუოდ ქედმაღლობით უსაზღვროდ გამედიდურდებით.“

    17:4
  5. فَإِذَا جَاءَ وَعْدُ أُولَاهُمَا بَعَثْنَا عَلَيْكُمْ عِبَادًا لَنَا أُولِي بَأْسٍ شَدِيدٍ فَجَاسُوا خِلَالَ الدِّيَارِ ۚ وَكَانَ وَعْدًا مَفْعُولًا

    როცა მოაწია ჟამი ორიდან პირველი, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენზე ჩვენი ძალღონიანი მსახურნი, ამგვარად მათ შემოიჭრნენ სახლებამდე. და აღთქმული სისრულეში მოვიდა.

    17:5
  6. ثُمَّ رَدَدْنَا لَكُمُ الْكَرَّةَ عَلَيْهِمْ وَأَمْدَدْنَاكُمْ بِأَمْوَالٍ وَبَنِينَ وَجَعَلْنَاكُمْ أَكْثَرَ نَفِيرًا

    შემდგომ კვლავ დაგიბრუნეთ თქვენ მათ წინაშე. და გაგაძლიერეთ თქვენ ქონებითა და ძეებით და გქმენით უფრო მრავალრიცხოვანი.

    17:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე