სურა 16 ნაჰლი, აიათი 91 – 94
-
وَأَوْفُوا بِعَهْدِ اللَّهِ إِذَا عَاهَدْتُمْ وَلَا تَنْقُضُوا الْأَيْمَانَ بَعْدَ تَوْكِيدِهَا وَقَدْ جَعَلْتُمُ اللَّهَ عَلَيْكُمْ كَفِيلًا ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا تَفْعَلُونَ
და აღასრულეთ ალლაჰის აღთქმა, თუკი აიღებთ ვალდებულებას. და არ დაარღვიოთ ფიცი მას მერე, რაც დაამოწმეთ იგი, რამეთუ ამით ალლაჰი გაიხადეთ თავდებად. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც სჩადიხართ!
16:91 -
وَلَا تَكُونُوا كَالَّتِي نَقَضَتْ غَزْلَهَا مِنْ بَعْدِ قُوَّةٍ أَنْكَاثًا تَتَّخِذُونَ أَيْمَانَكُمْ دَخَلًا بَيْنَكُمْ أَنْ تَكُونَ أُمَّةٌ هِيَ أَرْبَىٰ مِنْ أُمَّةٍ ۚ إِنَّمَا يَبْلُوكُمُ اللَّهُ بِهِ ۚ وَلَيُبَيِّنَنَّ لَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ مَا كُنْتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ
ნუ დაემსგავსებით იმ ქალს, რომელმაც დაარღვია თავისი დართული ძაფი მას მერე, რაც მაგრად დაძახა იგი. თქვენ ადგენთ ფიცს ხაფანგად ერთმანეთს შორის, რომ რომელი თემი იყოს თქვენგან ძლიერი და მრავალრიცხოვანი. ამით მხოლოდ გცდით ალლაჰი. აღდგომის დღეს კი იგი უთუოდ განგიმარტავთ თქვენ იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით!
16:92 -
وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِنْ يُضِلُّ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ ۚ وَلَتُسْأَلُنَّ عَمَّا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
და რომ ყოფილიყო ალლაჰის ნება, უთუოდ ერთ თემად დაგადგენდათ თქვენ. მაგრამ იგი ცდუნებაში დატოვებს, ინებებს ვისაც და სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. და უთუოდ მოგეკითხებათ იმისათვის, რასაც სჩადიოდით!
16:93 -
وَلَا تَتَّخِذُوا أَيْمَانَكُمْ دَخَلًا بَيْنَكُمْ فَتَزِلَّ قَدَمٌ بَعْدَ ثُبُوتِهَا وَتَذُوقُوا السُّوءَ بِمَا صَدَدْتُمْ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَلَكُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
და არ აქციოთ თქვენი ფიცნი თქვენს შორის ხაფანგად. და თუ ასე იქმთ, მისი გამყარების შემდეგ, მოგიცდებათ ფეხი ადგილიდან და იგემებთ სიავეს იმისთვის, რომ სხვებს აცდენდით ალლაჰის გზიდან. თქვენთვისაა დიდი სასჯელი!
16:94
თარგმანი: რეზო მიქელაძე