სურა 16 ნაჰლი, აიათი 84 – 89
-
وَيَوْمَ نَبْعَثُ مِنْ كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا ثُمَّ لَا يُؤْذَنُ لِلَّذِينَ كَفَرُوا وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ
და იმ დღეს წარვგზავნით ყოველი ერიდან თითო მოწმეს, ნებას არ მისცემენ, რომელთაც უარყვეს და არ მიიღება სინანული მათი.
16:84 -
وَإِذَا رَأَى الَّذِينَ ظَلَمُوا الْعَذَابَ فَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمْ وَلَا هُمْ يُنْظَرُونَ
და როცა ნახავენ სასჯელს, რომელნიც უსამართლონი იყვნენ, უკვე არ შეუმსუბუქდებათ მათ და არც გადაუვადდებათ.
16:85 -
وَإِذَا رَأَى الَّذِينَ أَشْرَكُوا شُرَكَاءَهُمْ قَالُوا رَبَّنَا هَٰؤُلَاءِ شُرَكَاؤُنَا الَّذِينَ كُنَّا نَدْعُو مِنْ دُونِكَ ۖ فَأَلْقَوْا إِلَيْهِمُ الْقَوْلَ إِنَّكُمْ لَكَاذِبُونَ
და როცა დაინახეს წარმართებმა თავიანთი თანამოზიარენი, თქვეს: „ღმერთო ჩვენო! აი ეგენი, ჩვენი თანაზიარნი, რომელთაც მოვუხმობდით შენს ნაცვლად.“ მაშინ ისინი სტყორცნიან სიტყვას: „უეჭველად, თქვენ მატყუარები ხართ!“
16:86 -
وَأَلْقَوْا إِلَى اللَّهِ يَوْمَئِذٍ السَّلَمَ ۖ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ
იმ დღეს გამოხატავენ ისინი მორჩილებას ალლაჰის წინაშე და მიატოვებს მათ ის, რასაც თხზავდნენ.
16:87 -
الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ زِدْنَاهُمْ عَذَابًا فَوْقَ الْعَذَابِ بِمَا كَانُوا يُفْسِدُونَ
რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, ტანჯვა ტანჯვაზე მოვუმატეთ მათ, რამეთუ უკეთურებას თესავდნენ!
16:88 -
وَيَوْمَ نَبْعَثُ فِي كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا عَلَيْهِمْ مِنْ أَنْفُسِهِمْ ۖ وَجِئْنَا بِكَ شَهِيدًا عَلَىٰ هَٰؤُلَاءِ ۚ وَنَزَّلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ تِبْيَانًا لِكُلِّ شَيْءٍ وَهُدًى وَرَحْمَةً وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ
და იმ დღეს წარვგზავნით ყოველი ერის წინააღმდეგ მოწმეს თავიანთი წიაღიდანვე, და შენც დაგადგინეთ მოწმედ მათ წინააღმდეგ. და ზემოვავლინეთ ჩვენ შენზე წიგნი ყოველივეს განმარტებით, ჭეშმარიტ გზად, წყალობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის!
16:89
თარგმანი: რეზო მიქელაძე